ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დიმიტრი მედვედევი ორდღიანი ვიზიტით ინდოეთში იმყოფება


დიმიტრი მედვედევი ორდღიანი ვიზიტით ინდოეთში იმყოფება

ირანს მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის განვითარების უფლება გააჩნია.

ინდოეთის და რუსეთის ლიდერების განცხადებით, ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემა დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს. ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა მანმოჰან სინგჰმა და რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა ინდოეთში ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.

მათი თქმით, ირანს მშვიდობიანი ბირთვული ენერგიის განვითარების უფლება გააჩნია. ასევე ლიდერებმა განაცხადეს, რომ ინდოეთმა და რუსეთმა ხელი მოაწერეს მთელ რიგ შეთანხმებებს ბირთვული ენერგიის, ვაჭრობის და ფარმაცევტიკის სფეროებში თანამშრომლობის შესახებ. დიმიტრი მედვედევი ინდოეთში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ბატონმა სინგჰმა რუსეთს, „დროში გამოცდილი მეგობარი“ უწოდა:

„რუსეთი ინდოეთის დროში გამოცდილი მეგობარია. ჩვენს შორის წარსულშიც და მომავალშიც განსაკუთრებული და სტრატეგიული პარტნიორობა სუფევს.“

ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა უკვე 10 მილიარდ დოლარს აღწევს. 2015 წლისთვის მისი გაზრდა 20 მილიარდამდეა დაგეგმილი.

XS
SM
MD
LG