ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქეთში სამხედროების სასამართლო პროცესი დაიწყო


თურქეთში სამხედროების სასამართლო პროცესი დაიწყო
თურქეთში სამხედროების სასამართლო პროცესი დაიწყო

თურქეთში დაახლოებით 200 სამხედრო ოფიცირის, მათ შორის რამდენიმე გენერლისა და ადმირალის, სასამართლო პროცესი დაიწყო. მათ ბრალი 2003 წელს მთავრობის გადატრიალების მცდელობაში ედებათ და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

თურქეთის მედიის განცხადებით, ეჭვმიტანილებს რამდენიმე გეგმა ჰქონდათ. მათ შორის, ისინი მეჩეთების აფეთქებას და თურქული თვითმფრინავის ჩამოგდებას და შემდეგ ამაში საბერძნეთის დადანაშაულებას აპირებდნენ. ბრალდებულები აცხადებენ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ სამხედრო სემინარის დროს განხილული სავარჯიშოები იყო.

ხელისუფლების წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ აღნიშნული გეგმა ხელისუფლების დისკრედიტაციას და სავარაუდო გადატრიალებას ისახავდა მიზნად. თურქეთის ჯარმა 1960-დან 1997 წლამდე თურქეთის ოთხი მთავრობა გადააგდო.

XS
SM
MD
LG