ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არაბულ სახელმწიფოთა ლიგა უარს აცხადებს ისრაელთან


არაბულ სახელმწიფოთა ლიგა უარს აცხადებს ისრაელთან
არაბულ სახელმწიფოთა ლიგა უარს აცხადებს ისრაელთან

არაბულ სახელმწიფოთა ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები გამორიცხავენ სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას პალესტინელებსა და ისრაელს შორის სანამ აშშ კონკრეტულად არ წარმოადგენს სერიოზულ ინიციატივას ახლოაღმოსავლეთში კონფლიქტის დასრულების გზების თაობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრები, რომლებმაც კაიროსი ჩაატარეს სხდომა აცხადებენ, რომ შეეცდებიან გაეროს უშიშოროების საბჭოს რეზოლუციის მიღებას, რათა შეწყდეს ისრაელის ახალ დასახლებათა მშენებლობა. კატარის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ არაბული სახელმწიფოების ლიგის საგარეო საქმეთა მინისტრები სკეპტიკურად უყურებენ იმას, რომ აშშ შესძლებს რაიმე ზემოქმედების მიღწევას ისრაელზე კრიტიკული მნიშვნელობის მქონე საკითხებში, რაც აშკარად სჩანს თუნდაც იქიდან, რომ ოფიციალურმა ვაშინგტონმა ვერ შესძლო ისრაელის დარწმუნება ახალ დასახლებების მშენებლობის შეწყვეტის აუცილებლობაში.

XS
SM
MD
LG