ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი დიპლომატების დელეგაცია იაპონიაში ჩადის


ამერიკელი დიპლომატების დელეგაცია იაპონიაში ჩადის

ჩრდილოეთ კორეას ტექნოლოგიურად უკვე მაღალი შესაძლებლოები გააჩნია.

ამერიკელი დიპლომატების ვიზიტის მიზანია, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ, შეერთებული შტატების სპეციალურმა წარმომადგენელმა ჩრდილოეთ კორეის საკითხებში სტეფან ბოსვოსრთმა განაცხადა, რომ ჯერჯერობით ამ ვითარებას კრიზისს ვერ დავარქმევთ, თუმცა ფხენიანის მიერ განცხადებული ურანის გამდიდრების პროგრამა მაპროვოცირებელია:

„ეს არის გაეროს უშიშროების საბჭოს 1874-ე რეზოლუციის აშკარა დარღვევა. ეს არის ასევე დარღვევა ჩრდილოეთ კორეის მიერ ნაკისრი იმ ვალდებულებებისა, რომლებიც 2005 წლის ერთობლივ განცხადებაშია გამოხატული. და ეს არის ასევე სხვა ვალდებულებების დარღვევა, რომელსაც მოლაპარაკებათა ექვსმხრივი პროცესიც ითვალისწინებდა,“ - განაცხადა ბოსვორთმა.

შეერთებული შტატების დაზვერვის ყოფილმა ანალიტიკოსმა რობერტ კარლინმა კი განაცხადა, რომ მას და მის კოლეგებს აჩვენეს ნაგებობა და განუცხადეს, რომ აქ დაბალ ხარისხზე გამდიდრებული ურანი იწარმოებოდა.

„თუკი ეს ასეა, ჩრდილოეთ კორეას ტექნოლოგიურად უკვე მაღალი შესაძლებლოები გააჩნია და მათი ბირთვული წარმოება უფრო მაღალ დონეზე მოქმედებს ვიდრე ეს ხალხს წარმოუდგენია,“ - განაცხადა კარლინმა.

XS
SM
MD
LG