ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სატვირთო ტრანსპორტი - ტერორისტების ახალი სამიზნე


在天安门广场上值勤的警察和士兵
在天安门广场上值勤的警察和士兵

ამერიკელი სამართალდაცავები ახალი საფრთხის თავიდან არიდებაზე ფიქრობენ

შეერთებული შტატები უსაფრთხოების დამატებით ღონისძიებებს ამუშავებს. ახლა უკვე სატვირთო ტრანსპორტის დაცვის მიზნით. გასულ თვეს სამართალდამცავებმა იემენიდან მომავალ ტვირთში ბომბები აღმოაჩინეს. ტვირთი ჩიკაგოში მდებარე ორი სინაგოგისთვის იყო განკუთვნილი. ხელისუფლებამ უსაფრთხოების უპრეცენდენტო ზომები შემოიღო აეროპორტებში, პორტებსა და სახმელეთო საზღვრებზე. ახლა ტერორისტების სამიზნე ტვირთებიც გახდა. ამ თემაზე „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტმა კრის სიმკინსმა იმუშავა.

ტერორიზმის ექსპერტების განცხადებით, ამერიკისკენ მიმავალი სატვირთო თვითმფრინავის აფეთქება წარმატებით რომ დასრულებულიყო, ეს მსოფლიო ეკონომიკას დიდ ზიანს მიაყენებდა. მთავრობის თქმით, ყოველწლიურად შეერთებული შტატებისკენ მილიარდობით ტონა ტვირთი მოემართება. თუმცა, მათგან მხოლოდ მცირე ნაწილი თუ გადის ეკრანზე შემოწმებას. ჩარლზ სლეპინი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის ექსპერტია.

„შეერთებულ შტატებში მომავალი ტვირთების 90 პროცენტი ეკრანზე არ მოწმდება. არც ისე მოწმდება, რომ გავიგოთ თუ რა დევს კონტეინერებში“ - ამბობს სლეპინი. ეს კი იმიტომ, რომ გადამზიდავი კოპმანიებს ყოველთვის სჯერათ თავისი კლიენტების, რომ ტვირთი უსაფრთხოა.

მეორე ფაქტორია საერთაშორისო აეროპორტებში ცუდი ეკრანული სისტემა და ეკრანული აპარატების სიმწირე. ამერიკის ოფიციალური პირების თქმით, ტვირთების შესამოწმებლად უკვე იდგმება ნაბიჯები, თუმცა გადამზიდავები ღირებულების გამო ტვირთების ეკრანულ შემოწმებას ეწინააღმდეგებიან.

ამერიკელი კანონმდებელი ედ მარკი იმ კანონს ამუშავებდა რომელიც მთავრობას სამგზავრო შიდა თვითმრინავებში ყველა ტვირთის 100 პროცენტიან შემოწმებას სთხოვდა. თუმცა, ტრანსპორტის ადმინისტრაციის თქმით, მაგალითად სექტემბერში მხოლოდ 65 პროცენტი შემოამოწმეს.

„ალ-ყაიდას თვითმფრინავის აფეთქება სურს. როდესაც უსაფრთხოების სამსახური მოშვებულია და მწარმოებელიც ამბობს, რომ ეს ძვირი ჯდება, სწორედ მაშინ ალ-ყაიდა იწყებს თავისი აქტის მომზადებას.“ გასულ თვეს ამერიკელმა სამართალდამცავებმა საუდელი კოლეგების დახმარებით სატვირთო თვითმფრინავებში ბომბის შემცველი ამანათები აღმოაჩინეს. ფილ მადი ცენტრალური დაზვერვის ყოფილი ანალიტიკოსია.

„მე არ ვიცი თუ როგორ შეაჩერებთ ამას, გლობალური ვაჭრობის გაჩერების გარეშე, განსაკუთრებით მაშინ, როცა არ იცით, თუ რომელი ამანათი უნდა მოიძებნოს“ - ამბობს მადი.

კონტრტერორიზმის ანალიტიკოსი ბენი ვოტერსი ამბობს, რომ საფოსტო ბომბის გამოყენება მსოფლიოში გადამზიდავი ინდუსტრიის სისტემებზე მიანიშნებს.

„უდიდესი სისუსტის მაჩვენებელია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ ჯერ კიდევ ვერ შეიმუშავა საერთო სტანდარტი სატვირთო თვითმფრინავებისთვის და ჩვენ ტვირთებისთვის არ გვაქვს ისეთი ეკრანული სისტემა რომელიც საერთაშორისო სტანდარტებს თანხვდება“ - ამბობს ვოტერსი. შიდა უსაფრთხოების ექსპერტები თვლიან, რომ მთავრობამ თანაბარი ეკრანული უსაფრთხოების წესები უნდა შეიმუშავოს ქვეყნის პორტებსა და სახმელეთო საზღვრებზე.

XS
SM
MD
LG