ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თალიბებმა კიდევ ერთი ტერაქტი განახორციელეს


თალიბებმა კიდევ ერთი ტერაქტი განახორციელეს
თალიბებმა კიდევ ერთი ტერაქტი განახორციელეს

ტერორისტებმა ჯერ შენობის დაცვას გაუხსნეს ცეცხლი და შემდეგ მოახდინეს უძლიერესი აფეთქება.

პაკისტანის ხელისუფლების განცხადებით, არცერთი ტერორისტი არ იმყოფებოდა პოლიციის იმ შენობაში, რომელიც ხუთშაბათს მეამბოხეებმა ააფეთქეს.

ამ ტერაქტის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა და 115 დაიჭრა. ხელისუფლების ეს განცხადება იმ გავრცელებული ხმების უარყოფას ისახავს მიზნად, რომლის მიხედვით თავდამსხმელები ციხეში დამწყვდეული ტერორისტების განთავისუფლებას გეგმავდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტერორისტებმა ჯერ შენობის დაცვას გაუხსნეს ცეცხლი და შემდეგ მოახდინეს უძლიერესი აფეთქება.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პაკისტანში მოქმედმა თალიბებმა იკისრეს.

XS
SM
MD
LG