ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ვაშინგტონი სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს


ვაშინგტონი სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს
ვაშინგტონი სტამბოლში მომხდარ ტერაქტს გმობს

შეერთებული შტატები გააგრძელებს თურქეთთან ერთად მუშაობას ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ.

შეერთებული შტატების სახელემწიფო დეპარტამენტმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია,რომ ვაშინგტონი გმობს თურქეთის ქალაქ სტამბოლში მომხდარ ტერორისტულ აქტს, რომელსაც უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.

„ეს არის შოკისმომგვრელი დანაშაული და შეერთებული შტატების ხალხი გამოხატავს სოლიდარობას თავისი მეგობრის თურქის ხალხის მიმართ “ - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეერთებული შტატები გააგრძელებს თურქეთთან ერთად მუშაობას ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ და დაიცავს მშვიდობიანი ხალხის უსაფრთხოებას ნებისმიერ მსოფლიოს წერტილში.

ტერაქტი სტამბოლში გუშინ განხორციელდა, რის შედეგადაც 32 ადამიანი დაიღუპა. ქურთისტანის მუშათა პარტია ტერაქტთან კავშირს კატეგორიულად უარყოფს.

XS
SM
MD
LG