ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ში რესპუბლიკელი ქალები აქტიურად ებმებიან არჩევნებში


აშშ-ში რესპუბლიკელი ქალები აქტიურად ებმებიან არჩევნებში
აშშ-ში რესპუბლიკელი ქალები აქტიურად ებმებიან არჩევნებში

ამერიკული საინფორმაციო საშუალებების ყურადღების ცენტრში სულ უფრო ხშირად ხვდებიან 2 ნოემბერს შუალედურ არჩევნებში მონაწილე რესპუბლიკელკი ქალი კანდიდატები. ნევადის შტატდან სენატში ადგილებისთვის იბრძვიან რესპუბლიკელი ქალი კანდიდატი შერონ ენგლი და სენატში უმრავლესობის ლიდერი დემოკრატი ჰარი რაიდი. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად დღეისათვის ორივე კანდიდატი თანაბარ პოზიციაზე იმყოფებიან. ენგლმა არაერთხელ გაილაშქრა სიტყვიერად რაიდის წინააღმდეგ და გააკრიტიკა იგი იმისათვის, რომ მკაცრი პოზიცია არ უკავია უკანონო ემიგრანტების საკითხში და მომხრეა ისეთი პროგრამების განხორციელებისა სამთავრობო სფეროში, რომლებიც გადასახადების გადამხდელ ამერიკელებს ძალზე ძვირი უჯდებათ. ენგლი ეკუთვნის იმ ცნობილ ქალ კანდიდატებს, რონლებიც თავის თავს ჩაის პარტიის რესპუბლიკელებს უწოდებენ და რომლებიც მხარს უჭერენ საზოგადოებაში მთავრობის ჩარევის შეზღუდვას, სამხედრო დარგის გაძლიერებას და გადასახადების შემცირებას. აი რა თქვა ჩვენთან საუბარში ამის თაობაზე გაზეთ ჰილის კორესპონდენტმა მაიკლ ობრაიენმა:

-„ ეს ჯგუფი საკმაოდ კონსერვატულია. კერძოდ იგი თითქმის იმ პოზიციაზე დგას, რომელზეც ნევადელი შერონ ენგლი და დელავერელი ქრისტინ ო დანელი დგანან. ისინი თუ შეიძლება ასე ითქვას რესპუბლიკური პარტიიდან ახალი თაობის პოლიტიკოსი ქალები არიან, რომლთა პოზიციას ასე თუ ისე ალიასკის ყოფილი გუბერნატორი სარა პეილინი გამოხატავს.“

კრისტინ ოდონელი სენატში დელავერიდან რესპუბლიკელი კანდიდატია. ჩვენთან საუბარში მან აღნიშნა, რომ საინფორმაციო საშუალებებში მას და მის პოლიტიკურ პარტიას დაუმსახურებლად ექსტრემისტებად მოიხსენიაბენ.

-„ჟურნალისტები ჩვენ როგორც შერეკილებს, როგორც უცნაურებს ისე მოგვიხსენიებენ. ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ჩვენ ამერიკელ ხალხს წარმოვადგენთ.“

ალიასკის ყოფილმა გუბერნატორმა ჩაის პარტიის ფავორიტმა სარა პეილინმა ღიად გამოხატა მხარდაჭერა რესპუბლიკელი ქალი კანდიდატებისადმი. ქალთა დამოუკიდებელი ფორუმის წევრმა მიშელ ბერნარმა ამერიკის ხმასთან საუბარში აღნიშნა, რომ ქალ პოლიტიკოსთა ეს თაობა იმი თ გამოირჩევა, რომ ისინი სულაც არ ამახვილებენ ყურადღებას მათ სქესზე და არ თხოვენ ამერიკელ ამომრჩეველ ქალბეს მათ ხმა მისცენ მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი ქალები არიან.

-„ დღეს პოლიტიკოსი ქალები მათ კამპანიაში ისეთ საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას როგორიცაა ეკონომიკა, განათლება, სიღარიბის დაძლევა, ეროვნული უშიშროება და ტერორიზმი. საბოლოო ანგარიშში დღევანდელი ამერიკული საზოგადოება ხვდება იმას, რომ ქალთა პრობლემები სულაც არ განსხვავდება მამაკაცთა პრობლემებისაგან, რაც თავისთავად გამოხატულებას ჰპოვეს იმ კანდიდატებში, რომლებსაც წამყვანი პოზიციები უჭირავთ საშტატო და ეროვნულ არჩევნებში.“

აშშ-ს მოსახლეობის 51% ქალები შეადგენენ, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში და სენატში 17% -17% პროცენტს. როგორც ჟურნალ ქოონგრეშანალ ქვორთარლის რედაქტორი დეივიდ ჰოკინსი ამტკიცებს 2 ნოემბრის შუალედური არჩევნების შემდეგ ქალთა საერთო რაოდენობა კონგრესში ვერ მოიმატებს.

-„ ყოველ ერთ რესპუბლიკელ ან დემოკრატ ქალზე, რომელიც გაიმარჯვებს ამ არჩევნებში მოდის შესაბამისი რაოდენობა იმ ქალებისა, რომლებიც პენსიაში გადიან ან აგებენ. მაგალითად კალიფორნიელი ქარლი ფიორინა, რომელიც წარსულში რესპუბლიკელების კანდიდატი იყო სენატში დღეს არჩევნებში უპირისპირებდა ბარბარა ბოქსერს. ვინც არ უნდა მოიგოს ამ ორთაბრძოლაში - ერთი წაგებული დასტოვებს ასპარეზს. ასე რომ მთლიანობაში ქალთა რაოდენობა ვერ მოიმატებს კონგრესში.“

მიშელ ბერნარს მიაჩნია, რომ თუ ქალმა კანდიდატებმა წელს წარუმატებლად დაასრულეს მათი კამპანია ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიეწეროს მათ სქესს. მისივე თქმით ბოლო დროს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები მიუთითებს იმაზე, რომ დამოუკიდებელი ამომრჩევლები უკმაყოფილებას გამოთქვავენ როგორც რესპუბლიკური ასევე დემოკრატიული პარტიის მიმართ.

XS
SM
MD
LG