ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფრანგი მუშები ცდილობენ ქვეყნის სენატზე ზეწოლა მოახდინონ


ფრანგი მუშები ცდილობენ ქვეყნის სენატზე ზეწოლა მოახდინონ

სატვირთო ავტომობილების მძღოლების გაფიცვა გრძელდება.

საფრანგეთში მთავრობის არაპოპულარულ საპენსიო რეფორმებს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მუშები, სკოლების მოსწავლეები, რკინიგზის თანამშრომლები აპროტესტებენ. გრძელდება სატვირთო ავტომობილების მძღოლების გაფიცვა, რის შედეგადაც ტრანსპორტის გადაადგილება შენელებულია საფრანგეთის გზატკეცილებზე. ისინი მთავრობის მიერ არაპოპულარულ საპენსიო რეფორმებს აპროტესტებენ. ხვალ მთელი ქვეყნის მაშტაბით საპროტესტო აქციების ახალ ტალღას ელიან.

ფრანგი მუშები ცდილობენ ქვეყნის სენატზე მოახდინონ ზეწოლა, რომელმაც ოთხშაბათს უნდა უყაროს კენჭი რეფორმებს, რომელთა გატარებას საფრანგეთში საპენსიო ასაკის გაზრდა მოჰყვება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ სექტემბერში მხარი დაუჭირა ამ რეფორმების გატარებას.

XS
SM
MD
LG