ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროპაში ტერორისტული აქტების საფრთხე კვლავ მაღალია


ევროპაში ტერორისტული აქტების საფრთხე კვლავ მაღალია
ევროპაში ტერორისტული აქტების საფრთხე კვლავ მაღალია

ევროპაში ტერორიზმის მაღალი რისკის ქვეყნებად საფრანგეთი და გერმანიაა მიჩნეული.

ევროპაში ტერორისტული აქტების საფრთხე კვლავ მაღალია. დიდი ბრიტანეთის და შეერთებული შტატების მსგავსად, ევროპის ქვეყნებში მყოფი თავის მოქალაქეები იაპონიამაც გააფრთხილა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მოქალაქებმა დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის და ტურისტული ცენტრების მონახულების დროს. გუშინ, მსგავსი განცხადება დიდი ბრიტანეთის მთავრობამაც გაავრცელა და ევროპაში ტერორიზმის მაღალი რისკის ქვეყნებად საფრანგეთი და გერმანია მიიჩნია.

ანალოგიური განცხადება გაავრცელა შეერთებული შტატების მთავრობამ და ევროპაში ტერორისტული საფრთხის მთავარ წყაროდ „ალ-ყაიდა“ მისი მოკავშირეები დაასახელა. თუმცა შეერთებულ შტატებს თავისი მოქალაქეებისთვვის ევროპაში მოგზაურობასთან დაკავშირებული გაფრთხილება არ გამოუცია. ტერორიზმის საფრთხესთან დაკავშირებით, საფრანგეთის შინგანა საქმეთა მინისტრმა შემდეგი განცხადება გააკეთა:

“ საფრანგეთის ხელისუფლება აანალიზებს შეერთებული შტატების გაფრთხილებას და იჩენს დიდ სიფხიზლეს. საფრანგეთში ტერორიზმის საფრთხე ჯერჯერობით კვლავ წითელი ფერის დონეზეა, რაც ერთი საფეხურით ქვემოთ არის ტერორიზმის საფრთხის უმაღლესი დონიდან. “

XS
SM
MD
LG