ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აფრიკის სახელმწიფოები ალ-ყაიდას წინააღმდეგ ირაზმებიან


შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსებმა ტერორიზმის და ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

ჩრდილოეთ აფრიკის ოთხი სახელმწიფოს სამხედრო ლიდერები ალჟირში შეიკრიბნენ ამ რეგიონში მოქმედი ალ-ყაიდას წინააღმდეგ საერთო სტრატეგიის შემუშავების მიზნით.

ალჟირის, მალის, მავრიტანიის და ნიგერის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსებმა ტერორიზმის და ორგანიზებული დამნაშავეობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხები განიხილეს.

ისლამური მაღრიბის სახელით ცნობილმა ალ-ყაიდას დაჯგუფებამ ჩრდილოეთ მალიში ხუთი ფრანგი და ორი აფრიკელი აიყვანა მძევლად.

XS
SM
MD
LG