ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჰუგო ჩავესი ბრალდებას უარყოფს


Hugo Chavez

ჰუგო ჩავესმა ვაშინგტონის ბრალდებას იანკების იმპერიის მორიგი გამოხდომა უწოდა.

ჰუგო ჩავესი ბრალდებას უარყოფს
ჰუგო ჩავესი ბრალდებას უარყოფს

ვენესუელის პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი უარყოფს ამერიკის მთავრობის ბრალდებას, თითქოს ვენესუელამ ვერ შეძლო ნარკოტიკებით ვაჭრობის აღმოფხვრა.

ვენესუელის სახელმწიფო ტელევიზიით გამოსვლისას, ჰუგო ჩავესმა ვაშინგტონის ამ ბრალდებას "იანკების იმპერიის" მორიგი გამოხდომა უწოდა. თეთრმა სახლმა ამასწინათ ბოლივია, ბირმა და ვენესუელა, საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ანტინარკოტიკული ვალდებულებების ღალატში დაადანაშაულა.

კოლუმბიური კოკაინი სწორედ ვენესუელის გავლით ხვდება ევროპის და ამერიკის ბაზარზე. ვენესუელის პრეზიდენტი ჰუგო ჩავესი აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებს ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად, მაგრამ შერთებულ შტატებში იმდენად დიდია კოკაინზე მოთხოვნილება, რომ ამერიკელებმა ჯობია საკუთა თავს დააბრალონ ყველაფერი.

XS
SM
MD
LG