ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ამერიკელი სასულიერო პირი დღეს ყურანს არ დაწვავს


კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, ტერი ჯონსი ნიუ იორკში გუშინ გვიან საღამოს ჩავიდა.

ფლორიდელი პასტორი, რომელმაც სახელი იმით გაითქვა, რომ 11 სექტემბერს ყურანის დაწვით დაიმუქრა, იმედოვნებს რომ დღეს, ნიუ იორკში ტერორისტული აქტის ადგილას იმ იმამს შეხვდება, რომელიც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ადგილზე ისლამური ცენტრის მშენებლობაშია ჩართული.

კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, ტერი ჯონსი ნიუ იორკში გუშინ გვიან საღამოს ჩავიდა იმამ ფეისალ აბდულ რაუფთან შესახვედრად, რომელიც თავის მხრივ აღნიშნავს, რომ პასტორთან შეხვედრას არ გეგმავს.

XS
SM
MD
LG