ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დღეს ფლორიდაში ყურანის დაწვის ცერემონია არ ჩატარდება


ფლორიდის ერთ-ერთი ევენგელისტური ეკლესიის პასტორის ტერი ჯონსის კოლეგამ განაცხადა, რომ ეს პასტორი აღარ აპირებს დღეს საპროტესტო აქციის სახით ყურანის დაწვას. თუმც მისივე თქმით არავინ იცის მომავალში იგი ჩაატარებს მსგავს აქციას თუ არა. ტერი ჯონსის კოლეგა ქეი ეი ჯონსი გუშინ ნიუ-იორკს ჩაფრინდა, რათა შეხვედროდა იმამს, რომელიც ორგანიზებას უხდენს ყოფილი სავაჭრო ცენტრის შორიახლოს ისლამური ცენტრის მშენებლობას. ამ იმამმა თავის მხრივ განაცხადა, რომ არავითარ შეხვედრას არ ექნება ადგილი და არ შეიცვლება ტერორისტული აქტების ადგილის შორიახლოს ისლამური ცენტრის მშენებლობის გეგმები.

XS
SM
MD
LG