ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანში სტიქია არ ცხრება


ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე კიდევ მილიონამდე პაკისტანელმა დატოვა საცხოვრებელი ადგილი.

გაეროს განცხადებით, პაკისტანში ოთხშაბათის შემდეგ ახლად მომხდარი წყალდიდობების შედეგად მილიონმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი, რაც კიდევ უფრო ზრდის ერთი თვის მანძილზე მიმდინარე სტიქიის შედეგების მასშტაბებს.

გაეროს ოფიციალური პირები დღეს ადასტურებდნენ, რომ განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო შექმნილი სინდის პროვინციაში, სადაც მდინარე ინდია ადიდებული.

პაკისტანის ხელისუფლებას, ისტორიული მნძიშვნელობის ქალაქ თათადან მოსახლეობის ევაკუაციის ბრძანება აქვს გაცემული.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი ფი ჯეი ქროული აცხადებს, რომ სახელმწფო დეპარტამენტს აქვს ინფორმაცია, რომ პაკისტანელმა მეამბოხეებმა შესაძლოა მიზანში ამოიღონ უცხოელი მაშველები, ისევე როგორც ჰუმანიტარული ორგანიზაციების ადგილობრივი თანამშრომლები, და რომ ამერიკა ყველაფერს აკეთებს, რომ ეს ასე არ მოხდეს:

"ამერიკა მთელი სერიოზულობით უდგება შექმნილ სიტუაციას და პაკისტანის ხელისუფლებასთან მუშაობს უსაფრთხოების სიტუაციზე კონტროლის შენარჩეუნების მიზნით."

პაკისტანში მიმდინარე წყალდიდებობის შედეგად, ბოლო ერთი თვის მანილზე 1600 ადამიანი დაიღუპა. სტიქიამ მთლიანობაში 20 მილიონ ადამიანზე იქონია გავლენა.

XS
SM
MD
LG