ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთ-სომხეთის ურთიერთობის პოლიტიკური ანალიზი საქართველოსთან მიმართებაში


რუსეთ-სომხეთის ურთიერთობის პოლიტიკური ანალიზი საქართველოსთან მიმართებაში
რუსეთ-სომხეთის ურთიერთობის პოლიტიკური ანალიზი საქართველოსთან მიმართებაში

20 აგვისტოს რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის ძალითაც, სომხეთში რუსეთის სამხედრო ბაზა 2044 წლამდე დარჩება. ამით რუსეთის სამხედრო ბაზას სომხეთში, კერძოდ ქალაქ გიუმრისთან 24 წლით უხანგრძლივდება ვადა. ჩვენი რესპონდენტი რუსეთის სტრატეგიული კვლევის ინსტიტუტის დირექტორი ბატონი სოსო ცინცაძე საუბრობს იმაზე, თუ რამდენად იმომოქმედებს ეს ხელშეკრულება რეგიონალურ უსაფრთხოებაზე და კერძოდ რა ზეგავლენა შეიძლება იქონიოს მან საქართველოზე. მისი თქმით: -„რუსეთის პოზიციები სომხეთში ტრადიციულად ძლიერი იყო და ძლიერია დღეს. ასე რომ ამით არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა. სომხეთს როგორცხ ყოველთვის გარანტირებული აქვს რუსეთის მხარდაჭერა ნებისმიერ სამხედრო კონფლიქტში, რაზეც სწორედ ახლახანს ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. მიუხედავად ამ განცხადებისა რუსეთი დღეს დიპლომატიურ ჩიხშია შესული, რადგანაც აზერბაიჯანისა და სომხეთის კონფლიქტის შემთხვევაში მან ან ერთს უნდა დაუჭიროს მხარი ან მეორეს. ასე რომ პოლიტიკურად ძალიან რთულ მდგომარეობაში დგება რუსეთი თუ კი ეს კონფლიქტმა კვლავ იჩინა თავი. რაც შეეხება საქართველოს რუსეთის ნებისმიერი სამხედრო აქტიობა ამ რეგიონში არის რისკის ფაქტორი საქართველოსათვის, ახალი გამოწვევებია საქართველოსათვის და საქართველო შეიძლება ახალი რეალობის წინაშე ასღმოჩნდეს.“

XS
SM
MD
LG