უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი აცხადებს,რომ პირადი კონტროლის ქვეშ აიყვანს დაკარგული საგამოძიებო ჟურნალისტის საქმეს.
უკრაინელმა ლიდერმა უკვე დაუკვეთა სამართალდამცავ სტრუქტურებს "შესაძლებელი და შეუძლებელი" გააკეთონ, რათა ვასილ კლიმენტიევს მიაგნონ. შეგახსნებთ,რომ კლიმენტიევი ხარკოვში გამომავალი გაზეთის "ნოვი სტილის" რედაქტორი გახლდათ და კორუფციის შემთხვევებს იძიებდა.
როგორც ორგანიზაცია "ჟურნალისტები საზღვრებს გარეშე" აცხადებს,კლიმენტიევის კოლეგებს მიაჩნიათ,რომ ჟურნალისტის გაუჩინარება მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.