ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნიუ-იორკში მეჩეთის აშენების თაობაზე ვნებათაღელვა გრძელდება


ნიუ-იორკში მეჩეთის აშენების თაობაზე ვნებათაღელვა გრძელდება
ნიუ-იორკში მეჩეთის აშენების თაობაზე ვნებათაღელვა გრძელდება

სულ ახლახანს აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გამოხატა აზრი იმის თაობაზე, რომ ნიუ-იორკში 11 სექტემბრის ტერაქტების ადგილის შორიახლოს მუსლიმებს აქვთ უფლება ააგონ მეჩეთი და ისლამური ცენტრი. ამ განცხადებას მთელი ამერიკის მასშტაბით მწვავე დებატები მოჰყვა. ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია ის, რომ ნოემბერში კონგრესის არჩევნები იწყება, რაზეც ეს საკითხი უდაოდ იქონიებს ზემოქმედებას.

-„11 სექტემბრის ტერაქტების ადგილი ჩვენთვის განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს, მაგრამ ერთი რამ მინდა ხაზგასმით ავღნიშნო. როგორც ამერიკის მოქალაქეს და პრეზიდენტს მჯერა, რომ მუსლიმებს ისევე როგორც სხვა აღმსარებლობის პირებს რელიგიური თავისუფლების უფლება გააჩნიათ და ამ თავისუფლებაში მოიაზრება მანჰეტენში, კერძო მიწის ნაკვეთზე საკულტო მნიშვნელობის მქონე შენობისა და ცენტრის აგების უფლება-“განაცხადა ბარაკ ობამამ.

თეთრ სახლში გაკეთებული განცხადების შემდეგ ერთ დღეში ობამამ საგანგებოდ აღნიშნა - "მართალია მე მხარს ვუჭერ მუსლიმთა უფლებას 11 სექტემბრს ტერაქტების ადგილის შორიახლოს მეჩეთისა და მუსლიმური ცენტრის აგებას, მაგრამ კომენტარს არ გავაკეთებ იმის თაობაზე თუ რამდენად ბრძნულია ეს გადაწყვეტილება. პრეზიდენტის კომენტარებმა ამ საკითხზე ბევრი გააღიზიანა. ამ საკითხზე თავისი აზრი გამოთქვა ალიასკის ყოფილმა გუბერნატორმა სარა პეილინი, რომელსაც კონსერვატორები დაჟინებით მოუწოდებენ 2012 წელს საპრაზიდენტო არჩევნებში წამოაყენოს საკუთარი კანდიდატურა მან კერძოდ თქვა:

-„დიდი გულისტკივილით უნდა ვთქვა ის, რომ პრეზიდენტის ეს განცხადება მათი ხსოვნის შეურაცხყოფაა, ვინც 2001 წლის 11 სექტემბერს დაიღუპა. სხვაგვარად შეუძლებელია მისი განცხადების დახასიათება. როგორც სჩანს პრეზიდენტს არ ესმის რა ტკივილს აყენებს ყველას ამ განცხადებით. „

მეჩეთის აგების საკითხი ადგილობრივი ნიუ-იორკის დონის პრობლემა იყო, სანამ პრეზიდენტმა არ გააკეთა ეს განცხადება. ბუნებრივია რესპუბლიკელები იმედოვნებენ, რომ ეს საკითხი სრულმასშტაბიან საერთო ეროვნულ ფორმებს მიიღებს, რომელიც ზემოქმედებას იქონიებს ნოემბერში დაგეგმილ კონგრესის არჩევნებზე. აი რა განაცხადა კონგრესში ნიუ-იორკის რესპუბლიკელმა წარმომადგენელმა პიტერ კინგმა:

-„ მუსლიმებს ისევე როგორც ნებისმიერი სხვა აღმსარებლობის ადამიანს აბსოლუტური უფლება გააჩნიათ რელიგიური თავისუფლებისა, მაგრამ უფლებების გარდა არსებობს პასუხისმგებლობაც. ჩემის აზრით სწორედ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე არ არის მართებული 2001 წლის ტრაგედიის ადგილთან მეჩეთის აგება.“

სიენენის მიერ ახლახანს ჩატარებულმა საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ ცხადჰყო ის, რომ გამოკითხულთა 68 პროცენტი წინააღმდეგია ამ მეჩეთის აგებისა. თუმც აზოგი დადებითად აფასებს პრეზიდენტ ობამას განცხადებას. ნიჰად ავადი ამერიკულ-ისლამური ურთიერთობის საბჭოს აღმასრულებელი დირექტორია. აი რა თქვა მან:

-„საქმე გვაქვს ამერიკის კონსტიტუციურ უფლებებთან. გამორიცხულია მათი ხელყოფა ან მათ გარშემო რაიმე დებატები, ან მათი ემოციური ინტერპრეტირება, მათ მიერ ვინც ეწინააღმდეგება ამ მეჩეთის აგებას, რაზეც ზოგმა პოლიტიკოსმა ისტერიული რეაქცია მოახდინა. პრეზიდენტის განცხადება საჭირო და დროული იყო.“

ზოგ პოლიტიკურ მიმომხილველს მიაჩნია, რომ პრეზიდენტი და საერთოდ დემოკრატები ნოემბერში პოლიტიკურ საფასურს გადაიხდიან ამ განცხადებისათვის. ჩვენთან საუბარში შემდეგი მოსაზრება გამოხატა ვირჯინიის უნივერსიტეტის პოლიტიკური საკითხების შესწავლის ცენტრის დირექტორმა ლერი საბატომ:

-„ პოლიტიკური თვალსაზრისით აბსოლუტურად არასაჭირო და უგუნური იყო ობამას მიერ განცხადების გაკეთება ისეთ საკითხზე, რომელსაც თავის დროზე თეთრმა სახლმა ადგილობრივი საკითხი უწოდა. ამან უაზროდ შემატა პრობლემები იმ დემოკრატ კანდიდატებს, რომლებიც ნოემბრის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.“

მიუხედავად ამ ვნებათაღელვისა საბატოს მიაჩნია, რომ ნოემბრის არჩევნებში ეკონომიკის პრობლემა იმდენად მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაჩრდილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა მეჩეთის აშენება, არალეგალური იმიგრაცია და მთელი რიგი სხვა საკითხებისა, რომლებიც საკმაოდ მწვავედ დგას ამერიკაში.

XS
SM
MD
LG