ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ლიბიის მეამბოხეებს ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი


ლიბიის მეამბოხეებს ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი
ლიბიის მეამბოხეებს ჯერ კიდევ ბევრი პრობლემა აქვთ მოსაგვარებელი

მიუხედავად იმისა, რომ ლიბიის დროებითმა ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა იმის თაობაზე, რომ მისი შტაბ-ბინა ტრიპოლიში გადადის ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი, რათა ცხოვრება ნორმალურ კალაპოტს დაუბრუნდეს.

ალბათ სულაც არ არის გასაკვირი ის, რომ ტრიპოლის აღებით გამოწვეული აღტაცების ფონზე საკმაოდ ოპტიმისტური განცხადებები კეთდებოდა დროებითი ეროვნული საბჭოს მიერ, მაგრამ რეალობამ სულ მოკლე ხანში გამოავლინა თავისი თავი. ბენღაზის აღმოსავლეთით განლაგებული ლიბიის დროებითი ეროვნუული საბჭოს შტაბ-ბინა, სადაც ჯერ კიდევ იმყოფებიან მეამბოხეთა მეთაურები პრაქტიკულად მოწყვეტილია ტრიპოლის. საჭიროა კადაფის ერთგული ძალების ქალაქ სირტედან განდევნა, ისევე როგორც სამხრეთში განლაგებული მრავალი დაბა დასახლებებიდან. მეამბოხეთა ოფიციალური წარმომადგენლები, რომლებიც ამჟამად ტრიპოლიში იმყოფებიან მუხლჩაუხრელად იღწვიან, რათა აღდგეს მოსახლეობისადმი სასმელი წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება. ამას გარდა სასწრაფოდ უნდა მოხდეს შეიარაღებული დაჯგუფებების განიარაღება, რომელსაც თუ დროზე არ მიექცა ყურადღება შეიძლება სავალალო შედეგი მოიტანოს თან. ყველაფერთან ერთად საჭიროა პოლიციური ძალების შექმნაც. აი რათქვა ჩვენთან საუბარში მეამბოხეთა წარმომადგენელმა ალ ამინ ბელჰაჯიმ:

-„ ბენღაზიში ჩვენ საკმაოდ დიდი გამოცდილება შევიძინეთ ამ საქმეში, სადაც პოლიციისა და უშიშროების სამსახურების მუშაკებმა დასტოვეს თავიანთი პოსტები და ჩვენ დიდი პრობლემები შეგვექმნა მათი უკან დაბრუნების საქმეში. ტრიპოლიში ალბათ სხვაგვარად მოვიქცევით, რადგანაც კარგად გვესმის, რომ ქვეყნის ნორმალიზების საკითხში პოლიციის, უშიშროებისა და სამხედრო დარგების მუშაკებს ძალზე დიდი როლი ეკისრებათ.“

ტრიპოლიში ყველა არ არის დარწმუნებული იმაში, რომ კადაფის ერთგული ხალხის ახალ რეჟიმთან თანამშრომლობა ადვილი იქნება. იუსეფ მოჰამედს, რომელიც ტრიპოლიში ინჟინერია მიაჩნია, რომ მათ ვინც კადაფის რეჟიმის რეალობას იყო შეგუებული გაუჭირდება ლიბიის ახალ რეალობაში შერწყმა.

-„განსაზღვრული დრო იქნება საჭირო იმისათვის, რომ მატო მენტალიტეტი შეიცვალოს, რადგანაც შესაბამისი განათლების წყაროებიც კი არ გაგვაჩნია. შეხედეთ აქ ექვსი სატელევიზიო არხი გვაქვს და ექვსივე არხი მხოლოდ ხოცვა-ჟლეტვაზე გადმოგვცემს ინფორმაციას. „

დროებითი ეროვნული საბჭო აცხადებს, რომ მას სურს ლიბიის ერთიანობა შეინარჩუნოს. თუმც არავისთვისაა საიდუმლო ის, რომ თვით მეამბოხეთა ხელმძღვანელობაა დაყოფილი. აქ არიან გაერთიანებული კადაფის დიდი ხნის ოპონენტები და ისინიც, ვინც ახლახანს გადავიდა მეამბოხეთა მხარეს. არაფერი რომ არ ვთქვათ მათზე, ვინც წლების განმავლობაში განძევებაში იმყოფებოდა და ლიბიას დაუბრუნდა. ამის ალბათ ნათელი დადასტურებაა ერთ-დროს კადაფის მომხრე აბდელ ატა იუნესი, რომელიც მოგვიანებით დროებითი ეროვნული საბჭოს თავდაცვის მინისტრი გახდა. იგი მისმა ხელქვეითებმა მოჰკლეს.

დროებითი ეროვნული საბჭოს ლიდერებისათვის ძალზე დიდი მნიშვნელობა აქვს უცხოეთიდან მიღებულ დახმარებას. ახლახანს მილიარდობით დოლარს, რომელიც კადაფის რეჟიმს ეკუთვნოდა და უცხოეთში ინახებოდა ყადაღა ახსნეს, რაც ლიბიას მოხმარდება. მთლიანობაში ბევრს მიაჩნია ლიბიაში, რომ დროებით ეროვნულ საბჭოსა და საერთოდ ლიბიას სწორი გეზი აქვს აღებული მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ უამრავი პრობლემაა ქვეყანაში მოსაგვარებელი.

XS
SM
MD
LG