ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იქონიებს ამერიკა-ეგვიპტის სამხედრო თანამშრომლობა გავლენას ეგვიპტის კრიზისზე?


იქონიებს ამერიკა-ეგვიპტის სამხედრო თანამშრომლობა გავლენას ეგვიპტის კრიზისზე?
იქონიებს ამერიკა-ეგვიპტის სამხედრო თანამშრომლობა გავლენას ეგვიპტის კრიზისზე?

რაც შეეხება აშშ-ს მისთვის შემაშფოთებელი არ უნდა იყოს ეგვიპტის ხელმძღვანელობის შეცვლა, რადგანაც ეგვიპტეში ბევრია სამოქალაქო ოფიციალური და სამხედრო პირი, რომლებიც მისაღები იქნება ოპოზიციისათვის და რომლებიც მხარს დაუჭერენ ახლოაღმოსავლეთში აშშ-ს პოლიტიკას. თუმც მან იქვე გაფრთხილება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ამგვარი სცენარი ეგვიპტელი ხალხისათვის იმ შემთხვევაში იქნება მისაღები თუ აშშ აღქმული იქნება, როგორც სახელმწიფო, რომელიც დახმარებას უწევს ეგვიპტელებს მუბარაკის დამხობაში და არა მისი პოზიცის დაცვაში.

აშშ-სა და ეგვიპტის სამხედრო უწყებებს შორის მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობა შეიძლება გახდეს მნიშვნელოვანი ფაქტორი ეგვიპტეში ამჟამად მიმდინარე არეულობის დასრულების საქმეში. როდესაც გასულ კვირას საპროტესტო აქციები დაიწყო ეგვიპტეში ვაშინგტონში ერთ კვირიანი ვიზიტით იმყოფებოდა ეგვიპტის შეიარაღებული ძალების მეთაურობის უმაღლესი ეშელონის რანგით მეორე პირი გენერალ-ლეიტენანტი სამი ანანი. იგი ამერიკელი მაღალი რანგის სამხედო ოფიციალურ პირებს უნდა შეხვედროდა. ეგვიპტეში არეულობის გამო მან მოულოდნელად შეწყვიტა ვიზიტი და დაბრუნდა ეგვიპტეს. სამშობლოში დაბრუნებიდან სულ მოკლე ხანში მას ტელეფონით დაუკავშირდა აშშ-ს შეიარაღებული ძალების სარდალი ადმირალი მაიკლ მალენი, რომელმაც საუბრისას მაღალი შეფასება მისცა ეგვიპტის შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმს. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს იმის სურვილი, რომ გაგრძელდეს ამერიკელ და ეგვიპტელ სამხედროთა პარტნიორობა და ერთმანეთს შეპირდნენ მომავალში კვლავაც კონტაქტების გაგრძელებას. ერთი შეხედვით ეს ფაქტი შეიძლება აღქმულ იქნას როგორც ჩვეულებრივი ინფორმაცია ორი ქვეყნის სამხედრო ლიდერების ურთიერთობაზე, მაგრამ თუ ამ ამბავს განვიხლავთ იმ კონტექსტში, რასაც ამჟამად ადგილი აქვს ეგვპტეში, აშკარა ხდება ის, რომ მხარეები აერიკაპ-ეგვიპტის ურთიერთობაში განსაზღვრულ არაოფიციალურ საკომუნიკაციო არხს იყენებენ. ამგვარი არხის ფუნქცია კარგად არის ცნობლი აშშ-ს არმიის გადამდგარი გენერალ-ლეიტენენტისათვის ჯეიმს დუბიკისათვის.

-„სახელმწიფოებს შორის მოლაპარაკებებსა და სხვადასხვა საკითხების განხილვისას არაოფიციალური ურთიერთობა ხშირად უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ოფიციალური არხები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო ვეღარ ხდება ეფექტური ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისათვის.“

აღსანიშნავია ის, რომ მისი სამხედრო კარიერის განმავლობაში გენერალ დუბიკს მაინცდამაინც ხშირი კონტაქტები არ ჰქონდა ეგვიპტელ სამხედო პირებთან, მაგრამ იგი იყო ერთ-ერთი წამყვანი მეთაური აშშ-ს შეიარაღებული ძალების საწვრთნელ ცენტრში და მოგვიანებით იგი ბაღდადში სათავეში ჩაუდგა აშშ-ს ინიციატივის განხორციელებას ერაყის ახალი არმიის გაწვრთნასა და ეკიპირებაში. როგორც ჩვენთან საუბარსი მან აღნიშნა ოფიციალური საწვრთნელი პროგრამები მნიშვნელოვანია ისეთი ფაქტორებისათვის, როგორებიცაა საბრძოლო უნარ-ჩვევები და ტაქტიკა. მაგრამ მისი აზრით არაოფიციალური კონტაქტები სულ სხვა ტიპის შედეგს იძლევა.

-„ ხშირად ამგვარი კონტაქტების მთავარი თემაა სამხედრო დარგის სამოქალაქო კონტროლისადმი დაქვემდებარება. ამავდროულად ამგვარი არაოფიციალური კონტაქტების დროს საუბარი ეხება ჯარის პასუხისმგებლობას დაიცვას საკუთარი მოქალაქეები.“

როგორც სჩანს ეგვიპტელ სამხედრო მოსამსახურეებს უახლოეს მომავალში მოუწევთ არჩევანის გაკეთება ამ ორ ფაქტორს შორის თუ მუბარაკის მთავრობამ განკარგულება გასცა საპროტესტო აქციების ჩახშობის შესახებ. ისტორიაში ეს კარგად ცნობილი დილემაა, რომელსაც არა ერთი სახელმწიფოს ჯარი წააწყდა. ამ კონტექსტში შეგვიძლია გავიხსენოთ 1986 წელს ფილიპინებში მომხდარი რევოლუცია, როდესაც ჯარმა უარი განაცხადა საკუთარი ხალხსადმი ცეცხლის გახსნაზე და აგრეთვე 1989 წელს ჩინეთში ტიანამენის მოვლენები, როდესაც ჯარმა ცეცხლი გაუხსნა აქციაში მონაწილეებს.

ვაშინგტონში მოღვაწე ეგვიპტელ პოლიტიკურ კომენტატორს ტაფიკ ჰამიდს მიაჩნია, რომ თუ ეგვიპტელ სამხედროთა წინაშე დადგა ეს საკითხი ისინი უარს იტყვიან საკუთარი ხალხისადმი ცეცხლის გახსნაზე და არ დაემორჩილებიან ჰოსნი მუბარაკს.

-„არა მგონია, რომ ეგვიპტელი ჯარისკაცები იარაღით დაუპირისპირდებიან ეგვიპტელ ხალხს. მათთვის ბევრად უფრო ადვილი იქნება მუბარაკის დამხობა და ამით იმ გმირების სტატუსის მოპოვება, რომლებმაც ეგვიპტელ ხალხს მოაშორეს მუბარაკი. ასე რომ ათი ათასობით ადამინის დახოცვა ნამდვილად ჯოჯოხეთად გადაიქცევა მთელი ეგვიპტისათვის.“

მისივე თქმით გასათვალისწინებელია ის, რომ ეგვიპტელები პატივისცემით ეპყრობიან საკუთარ შეიარაღებულ ძალებს.

რაც შეეხება აშშ-ს მისთვის შემაშფოთებელი არ უნდა იყოს ეგვიპტის ხელმძღვანელობის შეცვლა, რადგანაც ეგვიპტეში ბევრია სამოქალაქო ოფიციალური და სამხედრო პირი, რომლებიც მისაღები იქნება ოპოზიციისათვის და რომლებიც მხარს დაუჭერენ ახლოაღმოსავლეთში აშშ-ს პოლიტიკას. თუმც მან იქვე გაფრთხილება გააკეთა იმის თაობაზე, რომ ამგვარი სცენარი ეგვიპტელი ხალხისათვის იმ შემთხვევაში იქნება მისაღები თუ აშშ აღქმული იქნება, როგორც სახელმწიფო, რომელიც დახმარებას უწევს ეგვიპტელებს მუბარაკის დამხობაში და არა მისი პოზიცის დაცვაში.

XS
SM
MD
LG