ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა


ბორტზე 43 მგზავრი იმყოფებოდა

ოფიციალური პირების ცნობით, ავღანეთში სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელსაც ბორტზე, ექვსი უცხოელის ჩათვლით, 43 მგზავრი გადაჰყავდა. გავრცელებული ცნობების თანახმად, თვითმფრინავი ჩრდილოეთ ავღანეთში მაღალმთიან რაიონში ჩამოვარდა.

ავღანეთის ხელისფულების განცხადებით, პამირის ავიახაზების თვითმფრინავმა დღეს დილით განიცადა კატასტროფა. თვითმფრინავი ჩრდილოეთ ავღანეთში მდებარე ქალაქ ყუნდუზიდან ქაბულში მიფრინავდა.

სამაშველო სამსახური კატასტროფის ადგილას გაემგზავრა, რომელიც ჰინდუ კუშის მთებში სალანგის უღელტეხილის მახლობლად მდებარეობს, მაგრამ უამინდობის გამო ძებნა მნიშვნელოვნადაა გართულებული.

ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ზემარაი ბაშარიმ განაცხადა, რომ ავღანეთის მთავრობამ ჩამოვარდნილი თვითმფრინავის ძიებაში ნატოს დახმარება სთხოვა. ნატოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ალიანსმა დაკარგული თვითმფრინავის ბოლო ცნობილი მდებარეობის ადგილას თვითმფრინავი გააგზავნა. ამას გარდა მაღამთიანი რაიონის მიმართულებით ორი შვეულმფრენი გაფრინდა.

XS
SM
MD
LG