ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმადან რადიაქტიური წყლის გაჟონვა შეჩერებულია


ფუკუშიმადან რადიაქტიური წყლის გაჟონვა შეჩერებულია
ფუკუშიმადან რადიაქტიური წყლის გაჟონვა შეჩერებულია

როგორც ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიამ განაცხადა დღეს დილის 5:38 წთ-ზე ფუკუშიმა დაიჩის ბირთვული ელექტროსადგურის ერთ-ერთ დაზიანებულ ავზში ხვრელის შევსება მოხერხდა .

როგორც ტოკიოს ელექტროენერგიის კომპანიამ განაცხადა დღეს დილის 5:38 წთ-ზე ფუკუშიმა დაიჩის ბირთვული ელექტროსადგურის ერთ-ერთ დაზიანებულ ავზში ხვრელის შევსება მოხერხდა თხევადი მინითა და სხვა ქიმიური კომპონენტებით, რითაც შეწყდა რადიაციით დაბინძურებული წყლის გაჟონვა. იაპონიის ახალი ამბების სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად სულ მოკლე ხანში განმეორებით შემოწმდება ეს ავზი, რათა დაადგინონ მართლაც ბოლომდე იქნა შეკავებული ეს წყალი თუ არა. სანამ რადიაციით დაბინძურებული წყლის გაჟონვა მთლიანად შეწყდებოდა ფუკუშიმას შორიახლოს ოკეანედან აღებული სინჯებით დადგინდა, რომ რადიაქტიური იოდის დონე შემცირდა.

XS
SM
MD
LG