ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სეული ფხენიანს დახმარებას სთავაზობს


სამხრეთ კორეა დახმარების სახით მილიონობით დოლარს სთავაზობს ჩრდილოეთ კორეას, რათა მან აღდგენითი სამუშაოები დაიწყოს წყალდიდობით დაზარალებულ რაიონებში. დღეს სამხრეთ კორეის წითელი ჯვრის ორგანიზაციამ რვა მილიონ ოთხასი ათასი დოლარის ოდენობის დახმარება შესთავაზა ჩრდილოეთ კორეის წითელი ჯვრის ორგანიზაციას. თუ ფხენიანმა მიიღო ეს შეთავაზება ეს იქნება პირველი მნიშვნელოვანი დახმარება სეულისაგან მას შემდეგ, რაც მარტში ჩრდილოეთ კორეულმა წყალქვეშა ნავმა სამხრეთ კორეული სამხედრო ხომალდი ჩაძირა.

XS
SM
MD
LG