ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი და აგენტები ანუ „რითი იწყება სამშობლო“?


რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმირ პუტინი შეერთებული შტატებიდან გაძევებულ რუს ჯაშუშებს შეხვდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში ჟურნალისტებს თავად განუცხადა. მისი თქმით, ის 10 აგენტს შეხვდა და „ცხოვრების შესახებ ესუაბრა“. გარდა ამისა, მათ ერთობლივად პატრიოტული სიმღერაც შეუსრულებიათ, სახელწოდებით „რითი იწყება სამშობლო.“ ეს არის სიმღერა 1968 წელს გადაღებული ფილმიდან, რომელიც ნაცისტურ გერმანიაში მოქმედ საბჭოთა ჯაშუშებს ეძღვნება. ბატონი პუტინის განცხადებით, შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულ აგენტებს რუსეთში კარგი სამსახურები, საინტერესო და ნათელი ცხოვრება ექნებათ.

XS
SM
MD
LG