ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მექსიკის ყურეში BP განაგრძობს ნავთობის გაჟონვის შეჩერების ძალისხმევას


ბრიტანული ნავთობკომპანიის ბრიტიშ პეტროლიუმის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მექსიკის ყურეში ტექნიკოსებმა შესძლეს დაზიანებული ნავთობსადენების გადაჭრის ზალისხმევის განახლება. თუმც ნავთობის გაჟონვის შეჩერება ჯერაც ვერ მოახერხეს. აშშ-ს მთავრობას მოუწოდებენ გააძლიეროს ზეწოლა ბრიტიშ პეტროლიუმზე, რათა უფრო ინტენსიური გახდეს ნავთობის გაჟონვის შეჩერების ძალისხმევა. ეს კომპანია აი უკვე ერთი თვის განმავლობაში ცდილობს გამოასწოროს მდგომარეობა.

XS
SM
MD
LG