ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საბერძნეთთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა


საბერძნეთთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა

საფრანგეთი და გერმანია სავარაუდოდ შეთანხმდებიან საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების პაკეტის გამოყოფაზე რაც, საბერძნეთის პრობლემების გავლენას ააცილებს თავიდან ევროპოის ეკონომიკას.

ფრანგმა ლიდერმა ნიკოლა სარკოზიმ დღეს განაცხადა, რომ აღარ შეიძლება დროის დაკარგვა და რომ დახმარების ახალი პაკეტი უმოკლედ დროში შემუშავდება.

ბერლინსა და პარიზში დღემდე არ არსებობდა თანხმობა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად უნდა მოთხოვონ ამ ქვეყნებმა საკუთარ კერძო ბანკებსა და ინვესტორებს ახალ ფინანსურ პაკეტში მონაწილეობა. თუმცა ბერლინში გამართული შეხვედრისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერძელმა განაცხადა, რომ გერმანული ბანკების მონაწილეობა ნებაყოფლობით ძალისხმევას დაეფუძნება.

დღეს, საბერძნეთის პრემიერ მინისტრმა დამატებითი ნაბიჯები გადადგა იმისათვის, რათა ბიუჯეტის წინააღმდეგობრივი შეკვეცა შევიდეს ძალაში ათენის მიერ დამატებითი დახმარების მისაღებად.

XS
SM
MD
LG