ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ტერაქტზე საუბრობს


პუტინი ტერაქტზე საუბრობს

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ არც ერთი თავმოყვარე ქვეყანა არ ჩაატარებს მოლაპარაკებებს ტერორისტებთან. როგორც მან თქვა 20 წლის წინ ექსტრემისტებთან მოლაპარაკების მცდელობამ ჩეჩნეთში თან ორი ომი მოიტანა. როგორც პუტინმა განაცხადა საერთაშორისო პოლიტიკა ტერორისტებთან ბრძოლას ისახავს მიზნად და რომ მოლაპარაკება მათთან მხოლოდ აგრესიასა და სისხლისღვრას იწვევს. ჯერ-ჯერობით არავის აუღია პასუხისმგებლობა დომოდედოვოს აეროპორტში მოწყობილი ტერაქტისათვის. როგორც პუტინი აცხადებს, წინასწარი მოკვლევის თანახმად აქ ჩეჩენ ტერორისტთა ხელი არ ურევია. მას მეტი არაფერი უთქვამს ამის შესახებ.

XS
SM
MD
LG