ბევრი რიგითი ებრაელი და პალესტინელი ერთად იღწვის ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის დასამთავრებლად და მდგრადი, სტაბილური მომავლის ასაშენებლად ომით დანგრეულ რეგიონში.
მიუხედავად ამისა, ამ ხალხის შესახებ ინფორმაცია ძალიან იშვიათად თუ აღწევს საერთაშორისო მაშტაბებს და მათ, როგორც წესი ახლო აღმოსავლეთიდან გავრცელებული, ძირითადად უარყოფითი ამბები ჩრდილავს.
ვაშინგტონში არის არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელწოდებით „უბრალოდ „ჯასთ ვიჟინ“, რომელიც ჩვეულებრივი ადამიანების თვალით დანახულ კონფლიქტზე კრებს მასალებს.
პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის დაპირისპირება მსოფლიო მედიის ყურადღებას იპყრობს, მაგრამ იშვიათად, თუ ვინმე საუბრობს არა ძალადობრივი მოძრაობის შესახებ, რომელიც ორივე მხარეს არსებობს. სწორედ ამ მიზნით, წარმოშობით ებრაელმა რეჟისორმა რონით ავნიმ 2003 წელს ორგანიზაცია, სახელად "მხოლოდ ხედვა" დააარსა.
„ჩვენ დოკუმენტური ფილმებისა და მულტიმედიის საშუალებით, ვცდილობთ მაყურებელს წარუდგინოთ ის პრობლემები თუ მოვლენები, რომლებიც მათ აქამდე არ სმენიათ. კერძოდ, იმ ადამიანების შესახებ მოვუთხროთ, რომლებიც კონფლიქტის ორივე მხარეს დაუღალავად, შიშველი ხელებით შრომობენ ოკუპაციის დასასრულებლად და მშვიდობის მისაღწევად.“
ისრაელელი მოსახლე: "მე ყველა ებრაელს ვიცავ და ჩვენს ისტორიას."
პალესტინელი: "მე არცერთ ებრაელ მოსახლეს არ დავლაპარაკებივარ, მაგრამ მზად ვარ შევხვდე მათ."
ყოფილი ისრაელელი მოსახლე და გაბოროტებული პალესტინელი, ისევე როგორც, მათი საზოგადოების სხვადასხვა წარმომადგენლები, ამ დოკუმენტურ ფილმში არიან ნაჩვენები. ისინი თავიანთ დანაკარგს განიცდიან. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მშვიდობის მიღწევას ცდილობენ.
„ჩვენ ადგილობრივების ტკივილს ვაცოცხლებთ და წარმატების შესაძლებლობას ვუსვამთ ხაზს. ჩვენ ასევე ცვალებად გარემოზე ვსაუბრობთ და ბოლოს, ადამიანებს იმედს ვაძლევთ.“
ჯგუფის ერთერთი უკანასკნელი ფილმი „ბუდრუსი“, უკვე ძალიან პოპულარულია და მოწონება დაიმსახურა პროფესიონალებსა და აუდიტორიას შორის.
„ბუდრუსში მოთხრობილია არაძაალდობრივი მეთოდების წარმატების შესახებ, აქ პირდაპირ ვიკვლევთ, თუ რა გავლენა აქვს ოკუპაციას პალესტინურ საზოგადოებაზე.“
ფილმის ავტორების განცხადებით, წმიდა მიწაზე მშვიდობა მხოლოდ მაშინ მიიღწევა, როცა ხალხი, რომელიც იქ ცხოვრობს--ამას ირწმუნებს.