მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკის მქონე 20 ქვეყნის ფინანსთა მინისტრი და ცენტრალური ბანკების მნმართველები დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდში სუსტი ეკონომიკების მქონე ქვეყნებისთვის, ხმის მიცემის უფლების მინიჭებაზე შეთანხმდნენ.
ამერიკის ხაზინის მდივნის, ტიმოთი გეიტნერის განცხადებით:
“ჩვენი სურვილია ლიდერებმა შეისწავლონ ჩარჩო ხელშეკრულების, წარმოდგენილი შემოთავაზებების არსი და მთლიანი მხარდაჭერა დააფიქსირონ.” -განაცხადა გეიტნერმა დიდი ოცეულის მონაწილე ქვეყნების მთავრობებზე საუბრისას.
შეთანხმებას მონაწილეებმა სამხრეთ კორეაში, 2 დღიანი შეხვედრების შემდეგ დღეს მიაღწიეს. შეთანხმების მიხედვით, მსოფლიოს სავალუტო ფონდში ხმათა 5 პროცენტი სუსტი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს გადაეცემათ და ჩინეთისა და ინდოეთის მსგავსი ქვეყნები წამყვან ათეულში მონაწილეების პოზიციას დაიკავებენ.