ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პენტაგონი საიდუმლო დოკუმენტების დაბრუნებას ითხოვს


პენტაგონი მზადაა დაიცვას იმ ავღანელთა უსაფრთხოება, რომელთა ვინაობა საიდუმლო დოკუმენტებში იყო გამჟღავნებული.

პენტაგონი ვიკილიკსის ვებ-გვერდის მესვეურთაგან ათასობით საიდუმლო დოკუმენტის დაბრუნებას ითხოვს. ამ დოკუმენტების ნაწილი ვიკილიკსმა უკვე გამოაქვეყნა, დანარჩენის გამოქვეყნებას კი უახლოეს ხანში აპირებს.

პენტაგონის წარმომადგენელის განცხადებით შეერთებული შტატები მზადაა დაიცვას იმ ავღანელთა უსფართხოება, რომელთა ვინაობა ამ დოკუმენტებში იყო გამჟღავნებული.

პენტაგონის პრეს-მდივნის ჯეფ მორელის განცხადებით:“ თავდაცვის დეპარტამენტის საიდუმლო მასალების ხელახალ გამომზეურებას კიდევ უფრო დიდი ზიანის მოტანა შეუძლია. ვიკილიკსმა დაუყოვნებლივ უნდა დააბრუნოს ეს დოკუმენტები და წაშალოს ისინი თავისი ვებ-გვერდიდან.“

ვიკილიკსის ხელმძღვანელობამ 70 000 საიდუმლო დოკუმენტი გამოაქვეყნა, რომლებიც ავღანეთის ომის პერიპეტიებს ასახავენ 2004-დან 2009 წლის განმავლობაში. ამ დოკუმენტებში გაჟონილი ინფორმაციით ავღანეთში პარტიზანული მოძრაობის მხრადაჭერაში პაკისტანის უშიშროების სამსახურიც მონაწილეობდა.

ამ დოკუმენტების გამოქვეყნება განსაკუთრებით იმ ავღანელებს ემუქრება, რომლებიც ამერიკელ სამხედროებს საიდუმლო ინფორმაციას აწვდიდნენ.

XS
SM
MD
LG