ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„ფსიქოლოგიური ომი“


თეირანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს აგვისტომდე წყვეტს.

ირანის პრეზიდენტის მაჰმუდ აჰმადინეჟადის განცხადებით, გაეროს, ევროკავშირისა და შეერთებული შტატების მიერ დაწესებული სანქციების გამო, თეირანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებებს აგვისტომდე წყვეტს.

დღეს აჰმადინეჰადმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა,რომ ამით მას სურს დასავლეთის ძალები დასაჯოს და ასწავლოს, თუ რა სახის დიალოგია საჭირო ირანთან მიმართებაში.

ამ ფონზე ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკის ცენტრალური სადაზვევო სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებას „ფსიქოლოგიური ომი“ უწოდა.სააგენტოს დირექტორის განცხადებით,ირანს საკმარისი ბირთვული მასალა აქვს იმისათვის,რომ ორი ბირთვული ბომბი დაამზადოს.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას,რომ ირანი ბირთვული პროგრამა მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვისაა და დასძინა,რომ რომ პანეტას მიზანია პროგრამაზე უარყოფითი წარმოდგენა ხელოვნურად შექმნას.

XS
SM
MD
LG