ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თაიმ სქვერზე წარუმატებელ ტერაქტში ეჭვმიტანილი ჩვენებებს აძლევს ამერიკელ ძალოვანებს


თაიმ სქვერზე წარუმატებელ ტერაქტში ეჭვმიტანილი ჩვენებებს აძლევს ამერიკელ ძალოვანებს
თაიმ სქვერზე წარუმატებელ ტერაქტში ეჭვმიტანილი ჩვენებებს აძლევს ამერიკელ ძალოვანებს

ქალაქ ნიუ იორკის თაიმ სქვერზე წარუმატებელ ტერაქტში ეჭვმიტანილი ფაიზალ შაჰზადი ჩვენებებს აძლევს ამერიკელ ძალოვანებს. ამ ფონზე აშშ-ს უშიშროების სამსახურების ოფიციალური პირები, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ჩათვლით პაკისტანში იმყოფებიან. ისინი ცდილობენ პაკისტანის მთავრობის დარწმუნებას იმაში, რომ თაიმ სქვერის ტერაქტის გამოძიებაში ჩაერთონ. ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადების თანახმად თაიმ სქვერის ტერაქტი პაკისტანელი თალიბების მიერ იყო ორგანიზებული. ამერიკელი ძალოვანები ბევრს არაფერს ამბობენ იმის თაობაზე თუ რა ჩვენებებს იძლევა ეჭვმიტანილი ფაიზალ შაჰზადი. ისინი მხოლოდ აცხადებენ იმას, რომ ეჭვმიტანილი ჩვენებებს იძლევა და უკვე აღიარა ის, რომ ნაღმების დამზადებაში წვრთნა პაკისტანში გაიარა. ამ ჩვენებაზე გაოცებას გამოხატავს აშშ-ს შეიარაღებული ძალების სამხედრო კოლეჯის პროფესორი ლერი გუდსონი:

-„დაუჯერებელია, რომ ასეთი რთული ოპერაციისათვის, რომელიც 11 სექტემბრის ან თუნდაც ლონდონის აფეთქებების მსგავსი უნდა ყოფლიყო აგზავნიან პრაქტიკულად გამოუცდელ ადამიანს, რომელიც ამჟამად თავისფლად იძლევა ჩვენებებს. ეს მართალი გითხრათ მაკვირვებს. ჩემის აზრით ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი რამ არის უცნაური და ჯერ ვერ გავრკვეულვარ სინამდვილეში რა ხდება“- აღნიშნა ბატონმა გუდსონმა.

პაკისტანის თალიბანი არ წარმოადგენს ერთიან მონოლითურ ორგანიზაციას. იგი შედგება რამოდენიმე რადიკალური ჯგუფისაგან, რომლებსაც აერთიანებთ მხოლოდ ერთი მიზანი:ბრძოლა პაკისტანის სახლემწფოს წინააღმდეგ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორგანიზაცია ალყაიდასაგან დამოუკიდებლად მოქმედებს სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ დროთა ვითარებაში პაკისტანის თალიბებმა მიაღწიეს იმას, რომ დღეს ისინიც მტრულად უყურებენ აშშ-ს. აშშ-ს ფედერალური გამოძიების ბიუროს ეროვნული უშიშროების განყოფილების ყოფილ უფროსს ფილიპ მადს მიაჩნია, რომ პაკისტანელ თალიბებზე ამერიკისა და პაკისტანის მთავრობის ერთობლივმა ზეწოლამ შედეგად გამოიღო ის, რომ დღეს პაკისტანელი თალიბები ცდილობენ უშუალოდ შეერთებულ შტატებში მოაწყონ ტერაქტები.

ფაიზალ შაჰზადი აშშ-ში სწავლობდა. მუშაობდა აშშ-ში და გასულ წელს გახდა ამერიკის მოქალაქე. როგორც სჩანს დროის ამ მონაკვეთში იგი რადიკალურმა იდეებმა გაიტაცა და საბოლოო ანგარიშში პაკისტანის თალიბებს დაუკავშირდა. აქ იბადება კითხვა რატომ ენდობოდნენ თალიბები შაჰზადს. აი რას ფიქრობს ამის თაობაზე ლერი გუდსონი:

-„მე რომ ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი ვიყო და ჩემთან მოვიდეს ვიღაც და მითხრას, რომ ტერაქტის მოწყობას აპირებს, ვიფიქრებდი, რომ ეს პიროვნება ორმაგ თამაშს თამაშობს და მახის დაგებას აპირებს და რა საკვირველია, არც ერთ შემთხვევაში არ მოვინდომებდი ამგვარი პიროვნების სერიოზულ ოპერაციაზე მარტო გაშვებას.“

ჯერ კიდევ დასადგენია ის, მართლაც მარტო იყო შაჰზადი თუ არა. ჯერ-ჯერობით არაფერს ამბობენ იმის თაობაზე ჰყავდა თუ არა მას თანამონაწილეები.

ფილიპ მადს კი მიაჩნია, რომ ალყაიდასთან თალიბებს შეეძლოთ ერთი კონკრეტული პირის ელემენტარულ ტერაქტებში გაწვრთნა ისე, რომ მაინც და მაინც დიდ რისკზე წასვლა არ მოუხდებოდათ.

-„ იმით, რომ ვინმე ჩაითრიონ ნიუ-იორკიდან თავის საქმიანობაში, რათა მან თვითნაკეთი ბომბი ააფეთქოს, ამა თუ იმ ტერორისტულ ორგანიზაციას სულაც არ ჭირდება მისი საიდუმლოებების გამხელა. ასე რომ ის რაც ხდება ბოლო დროს დასავლეთ ევროპაში და აშშ-ში აშკარად მიუთითებს იმაზე, რომ ეს ორგანიზაციები თავის საქმიანობაში ითრევენ ისეთ ხალხს, რომელთა გაწვრთნა დიდ დროს არ მოითხოვს, ხოლო მათ მიერ ტერაქტის წარმატებით შესრულება თუ არ შესრულება მათთვის დიდ რისკთან არ არის დაკავშირებული.“

ზოგ სპეციალისტს კი მიაჩნია, რომ თაიმ სქვერის ოპერაცია შეიძლება უბრალოდ შაჰზადის გამოცდა იყო ამა თუ იმ ტერორისტული ორგანიზაციის მიერ. ექსპერტების აზრით თაიმ სქვერზე აღმოჩენილი ნაღმი კუსტარული და საკმაოდ ცუდი ხარისხის იყო. სწორედ ამის გამო იგი არ აფეთქდა.

ლერი გუდსონმა ასეთი რამ გვითხრა: -„წარმოუდგენელია როგორ შეეძლო ასე უხეიროდ გაეკეთებინა ეს ბომბი ამ პიროვნებას და ასე უხეიროდ დაეგეგმე გაქცევა. მე რომ დამეგეგმა ეს ოპერაცია პირველ რიგირში გავიქცეოდი მექსიკისკენ ავტომობილით და ბენზინისთვის მხოლოდ ნაღდ ფულს გადავიხდიდი. არ მესმის ასეთი ოპერაციის შემდეგ როგორ შეიძლება ადამიანი წავიდეს აეროპორტში და იყიდოს ბილეთი დუბაიზე.“

აღსანიშნავია, რომ შაჰზადს საკმაოდ დიდი რაოდენობით აღმოაჭნდა ნაღდი ფული, რომელიც მან მიიღო ე.წ. ჰავალას არაოფიციალური სისტემის მეშვეობით, რომელიც ახლოაღმოსავლეთში და სამხრეთაზიის ქვეყნებში გამოიყენება. უკვე დაიკითხა რამოდენიმე ეჭვმიტანილი ამის თაობაზე და გამოძიება ცდილობს დაადგინოს თუ კონკრეტულად საიდან მიიღო ეს თანხები შაჰზადმა.

XS
SM
MD
LG