ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნობელის პრემიის ლაურეატი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს


ნობელის პრემიის ლაურეატი შინაპატიმრობიდან გაათავისუფლეს

გათავისუფლება ბირმის პირველი არჩევნების ჩატარებიდან ექვს დღეში მოხდა.

დღეს ბირმაში ბირმის პოლიცია და სამხედრო პირები ბირმის ოპოზიციის ლიდერს აუნგ სან სუ ჩის სახლში მივიდნენ, რათა მისთვის შინაპატიმრობისგან გათავისუფლების ორდერი წაეკითხათ.

ნობელის ლაურეატი ქალბატონი ჩი სახლიდან გამოვიდა და ათასობით მხარდამჭერის ოვაციების ქვეშ შეკრებილებს მიესალმა:

“ჩვენ ერთად უნდა დავდგეთ და სანუკვარი ოცნება ავიხდინოთ".

ბირმისოპოზიციის ლიდერმა აუნგ სან სუ ჩიმ შინაპატიმრობაში მისჯილი 21 წლიანი ვადიდან 15 წელი მოიხადა. მისი გათავისუფლება ბირმის პირველი არჩევნების ჩატარებიდან ექვს დღეში მოხდა.

XS
SM
MD
LG