ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფილიპინებს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება


ფილიპინებს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება

ფილიპინების ხელისუფლება ცდილობს ბარის მოსახლეობა უსაფრთხო ადგილებში გახიზნოს.

ფილიპინებს ძლიერი ქარიშხალი უახლოვდება. ქარის სიძლიერე საათში 195 კილომეტრს აღწევს.

ტაიფუნი მეგი მთელი ძალით ორშაბათს დაატყდება თავს ფილიპინების მთავარ კუნძულს.

ფილიპინელი სინოპტიკოსები აფრთხილებენ მოსახლეობას, რომ ამ ქარიშხალს სახლების დანგრევა და მრავალწლოვანი ხეების ძირფესვიანად ამოთხრა შეუძლია.

ტაიფუნმა შესაძლოა წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვიოს. ფილიპინების ხელისუფლება ცდილობს ბარის მოსახლეობა უსაფრთხო ადგილებში გახიზნოს.

XS
SM
MD
LG