ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაიდენი ერაყის თაობაზე განცხადებას აკეთებს


აშშ-ს ვიცე-რპრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ინდიანას შტატში ამერიკელ სამხედრო ვეტერანთა წინაშე გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ერაყელები მზად არიან საკუთარ ხელში აიღონ ერაყის მართვის სადავეები და რომ ამერიკის შეერთებული შტატები ისევ აღმოუჩენს დახმარებას ერაყს მიუხედავად იმისა, რომ მისი სამხედრო მისია ერაყში მიმდინარე ტვეს ამოიწურება. როგორც ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა იგი აბსოლუტურადაა დარწმუნებული იმაში, რომ ერაყელები შესძლებენ საკუთარი მთავრობის ჩამოყალიბებას. აწმყო პოლიტიკური დაპირისპირებები მიუთითებს იმაზე, რომ ერაყის ლიდერები რთულ საკითხებს მოლაპარაკების და არა შეიარაღებული დაპირისპირების გზით აგვარებენ, აღნიშნა ბაიდენმა. მისივე თქმით იგი არ ეთანხმება იმ აზრს, რომ თითქოს ათასობით ამერიკული სამხედრო მოსამსახურის ერაყიდან გაყვანას სისხლისღვრის გაფართოვება მოჰყვა თან.

XS
SM
MD
LG