ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთი დოკუმენტაციას არ გასცემს


პოლონეთსა და რუსეთს შორის თანამშრომლობა გამოძიების თვალსაზრისით გართულდა.

პოლონეთის ოფიციალური წარმომადგენლები რუსეთისგან ითხოვენ სპეციალურ დოკუმენტაციას,რაც აპრილში პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის თვითმფრინავის ავიაკატასტროფის საქმის გამოძიების დასრულებაში სჭირდებათ.

პოლონეთის პრემიერ მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთსა და რუსეთს შორის ამ საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლობა გართულებულია.

პოლონეთის გაზეთის „გაზეტა ვიბორშჩასთვის“ მიცემულ ინტერვიუში, საქმის გამომძიებელმა ედმუნდა კლიჩმა აღნიშნა, რომ რუსეთი დოკუმენტაციის გადაცემაზე თავს იკავებს. გაზეთის რედაქციის აზრით, დოკუმენტებმა შესაძლოა გამოავლინონ ფაქტები,რომ ავიაკატასტროფის მიზეზი არა ამინდი, არამედ რუსი ავიადისპეჩერის შეცდომა ან რომელიმე მოწყობილობის გაუმართავობა იყო.

თუმცა გამომძიებლები არც იმას გამორიცხავენ,რომ პრეზიდენტი კაჩინსკის ან რომელიმე მგზავრის მხრიდან ადგილი ჰქონდა მფრინავზე ზეწოლას, თვითმფრინავის ხმელეთზე დაშვებასთან დაკავშირებით .

XS
SM
MD
LG