ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერომ დაჰგმო ყირგიზეთში მიმდინარე ძალმომრეობა


გაეროს უშიშროების საბჭომ დაჰგმო ყირგიზეთის სამხრეთში მიმდინარე ძალმომრეობა და დაპირისპირებულ მხარეებს მოუწოდა მშვიდობიანი გზით მოაგვარონ პრობლემები. გაეროში მექსიკის წარმომადგენელმა კლოდ ჰელერმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოში ყველა ქვეყნის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა გაეროს ძალისხმევას უმოკლეს დროში მიაწოდონ ჰუმანიტარული დახმარება ყირგიზეთს. გუშინ კოლექტიური უშიშროების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ იგი არ გამორიცხავს სამხედრო ჩარევას, რათა შეწყდეს ძალმომრეობა ყორგიზეთში. რუსეთმა სადესანტო კონტინგენტი გადაისროლა ყირგიზეთში, რათა დაიცვას საკუთარი სამხედრო ავიაბაზა.

XS
SM
MD
LG