ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის პოლიციამ პალესტინელები დაარბია


ისრაელის პოლიციამ პალესტინელები დაარბია
ისრაელის პოლიციამ პალესტინელები დაარბია

ისრაელში ახალგაზრდა პალესტინელის დაკრძალვის ცერემონიალზე ადგილობრივ პოლიციას და პალესტინელებს შორის შეტაკება მოხდა.

იერუსალიმის აღმოსავლეთით მდებარე გარეუბანში პროცესიას ათასობით პალესტინელი ესწრებოდა. მგლოვიარეებმა ისრაელის პოლიციას ქვები დაუშინეს, რაზეც სამართალდამცავებმა ცრემლსადენი გაზით უპასუხეს.

17 წლის ახალგაზრდა ყმაწვილის ოჯახის თქმით, ის გუშინ ახალმოსახლე ებრაელის მიერ ნასროლი ტყვიით დაიჭრა და დღეს დილით გარდაიცვალა. ისრაელის პოლიცია აცხადებს, რომ მათთვის მკვლელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

პარასკევს პალესტინელებმა გლოვის დღის, ე.წ. ნაქბას, აღნიშნვა დაიწყეს. ნაქბა კატასტროფას ნიშნავს და ამ დღეს ისრაელის სახელმწიფოს შექმნის დეკლარაცია გამოქვეყნდა.

XS
SM
MD
LG