ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რა აწუხებს ქართულ მედიას?


რა აწუხებს ქართულ მედიას?
რა აწუხებს ქართულ მედიას?

ექვს ქალაქში ჩატარებული შეხვედრები მედიისა და საზოგადოების წინაშე არსებულ ძირითად პრობელემებს წარმოაჩენენ.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა მოახერხა და ერთ მაგიდასათან, ერთმანეთის გვერდიგვერდ დასვა მედიის, ხელისუფლების, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლები. ისინი, ყველა ერთად, მედიის პრობლემების შესახებ მსჯელობდნენ.

ასეთი შეხვედრა გუშინ გორში გაიმართა. ის რიგით მეექვსე იყო. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის წარმომაგენელი, ჟურნალისტი ია ანთაძე, რომელიც ამ პროექტს უდგას სათავეში ფიქრობს, რომ საქართველოს ექვს ქალაქში ჩატარებულ შეხვედრებზე მიღებული ინფორმაციის ანალიზით, შესაძლებელი იქნება მედიისა და საზოგადოების წინაშე არსებული ძირითადი პრობელემების გამოკვეთა და აქვე იმ მესიჯების ამოკითხვა, როგორ წარმოუდგენია საზოგადოებას ხსენებული პრობლემების დაძლევა.

იმისთვის, რომ კვლევის შედეგად მაქსიმალურად რეალური ვითარება წარმოჩინდეს, ორგანიზატორები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ როგორც მედიის, ასევე ხელისუფლების, ოპოზიციისა და საზოგადოების წარმომადგენლების გულწრფელობის ხარისხს. მიიჩნევენ, რომ შეხვედრებზე ისეთი გარემო უნდა იყოს, სადაც ყველას დაუბრკოლებლად ექნება საკუთარი აზრის გამოთქმის საშუალება, პრობლემის დასახელება. ამიტომაც გადაწყვიტეს დახურული ტიპის თავყრილობა მოეწყოთ, კამერებისა და დიქტოფონების გარეშე, ამასთან, წინასწარ ყველა მონაწილეს ჩამოართვეს კონფიდენციალურობის დაცვის პირობა. ასე რომ, რა ხდებოდა შეხვედრებზე საქართველოს 6 ქალაქში, სადაც ერთმანეთს მედია, ხელისუფლება, ოპოზიცია და საზოგადოება შეხვდა, საიდუმლოა. თუმცა გამხელა იმისა, როგორ მოეწონათ ასეთი ტიპის შეხვედრები და რა წინადადებები გაუჩნდათ ერთმანეთის მიმართ შეხვედრფის მონაწილეებს, შეიძლება.

ია ანთაძე ამბობს, რომ საქართველოს 6 ქალაქში შეხვედრებზე, რომლებსაც სრულიად სხვადასხვა მონაწილეები ყავდა, იდენტური პრობლემები დასახელდა.

შეხვედრის მონაწილე, შიდა ქართული გუბერნატორის მოადგილე ზურა ჩხეიძე, რომელმაც შეხვედრის დროს ყველას დიალოგისკენ მოუწოდა, ამბობს, რომ ღიაა ოპოზიციასთან, საოზგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობისთვის.

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე გორში დავით რაზმაძე, ამბობს, რომ ასეთი ტიპის შეხვედრები ძალიან მნიშვნლოვანია. მას ყველაზე მეტად ხელისუფლების წარმომადგენლის იდეა მოეწონა დიალოგის გამართვის შესახებ. დავით რაზმაძის თქმით, ახლა მთავარი ამ წინადადების რეალობად ქცევაა, რაშიც ეჭვის შეტანის უფლებას მანამ იტოვებს, სანამ იდეა ხორცს არ შეისხამს.

ია ანთაძე ამბობს, რომ ხელისუფლებამ არც ერთი შეხვედრა არ გამოტოვა და მონაწილეობა დისკუსიაში საქართველოს ექვსივე ქალაქში მიიღო. კვლევისთვის მასალა უკვე მზადაა. სამი კვირის შემდეგ სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი დადებს ანალიზის პასუხს: რა აწუხებს ქართულ მედიას.

XS
SM
MD
LG