ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უზბეკეთში "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი გაასამართლეს


უზბეკეთში "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი გაასამართლეს

ჟურნალისტს ბრალი სიტყვიერ შეურაცხყოფაში, მცდარი ინფორმაციის გავრცელებასა და საჯარო წესრიგის დარღვევის მცდელობაში ედება.

უზბეკეთში ამერიკის ხმის კორესპონდენტის სასამართლო პროცესი გაიმართა, რომელმაც ჟურნალისტი 10 ათასი დოლარით დააჯარიმა. ჟურნალისტს ბრალი სიტყვიერ შეურაცხყოფაში, მცდარი ინფორმაციის გავრცელებასა და საჯარო წესრიგის დარღვევის მცდელობაში ედება. "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი ჯეიმს ბრუკი მოსკოვიდან იტყობინება.

აბდულმალიკ ბობაევი, რომელიც ბოლო 5 წლის მანძილზე "ამერიკის ხმის" კორესპონდენტი იყო ტაშკენტში პარასკევს გაასამართლეს. ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც სასამართლომ ჟურნალისტს მოუხსნა, საზღვრის არაკანონიერი გადაკვეთა იყო.

ბობაევი აცხადებს, რომ იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას სასამართლოში გააპროტესტებს.

იმ ბრალდებების დამტკიცების შემთხვევაში, რომელიც უზბეკეთის პროკურატურას ჰქონდა ბობაევისთვის წარდგენილი, ჟურნალისტს 8 წლის თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. ბობაევის თქმით, სასამართლოში მისვლამდე მას ადვოკატმა უთხრა, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ყოფილიყო.

ამერიკის ხმის დირექტორმა დანფორდ ოსტინმა განაცხადა:

„ჩვენ უზბეკეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას განვიხილავთ. ამასთან, ჩვენ მოხარული ვართ, რომ ბატონ ბობაევს სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა არ მიუსაჯა. თუმცა ჩვენ ის ფაქტი გვაწუხებს, რომ ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებისთვის ბატონ ბობაევი დიდძალი თანხით დააჯარიმეს.“

ბოლო ორი წლის განმავლობაში უზბეკეთში 8 ჟურნალისტი დააპატიმრეს. ოთხშაბათს ტაშკენტის სასამართლომ რუსული ონლაინ საინფორმაციო გამოცემის რედაქტორს ვლადიმირ ბერეზოვსკის მცდარი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი.

მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ ჟურნალისტი სასამართლოს დარბაზიდან ამნისტიის პროგრამის ფარგლებში გაათავისუფლა. ბერეზოვსკი დანაშაულს არ აღიარებს და ბრალდების გასაჩივრებას აპირებს.

ბობაევის ადვოკატი სერგეი მაიეროვი აცხადებს, რომ მისი კლიენტიც ბერეზოვსკის მსგავსად აპელაციას აპირებს. თუმცა, ისიც აცხადებს, რომ მოხარულია იმით, რომ მისი მოლოდინი არ გამართლდა და სასამართლომ ბობაევი დარბაზიდან გაათავისუფლა.

ორივე ჟურნალისტის საქმემ საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება მიიქცია. ნიუ იოკსა და პარიზში დაფუძნებული არასამთავრობო როგენიზაციები უზბეკეთის მთავრობას მკაცრად აკრიტიკიებენ ჟურნალისტების უფლებების შეზღუდვისა და მათი გასამართლებისთვის.

სურატ იკრამოვი უზბეკეთში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის დირექტორია. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უზბეკეთის მთავრობაზე განხორციელებული წნეხი ერთადერთი მიზეზია იმისა, რომ აღნიშნული ორი ჟურნალისტი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ტაშკენტში ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები ბობაევის საქმეს უზბეკეთის უმაღლეს სამთავრობო ეშელონებში განიხილავდნენ. ამასთან, საელჩომ ამერიკელი დიპლომატიც კი გაგზავნა სასამართლო პროცესზე დასასწრებად.

პარასკევს, სასამართლოს ვერდიქტის გამოცხადების შემდეგ, ამერიკის საელჩომ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია:

„ჩვენ მოხარული ვართ, რომ სასამართლომ აბდულმალიკ ბობაევს თავისუფლება არ აღუკვეთა. თუმცა, საელჩო შეშფოთებულია იმით, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამ საქმეს უზბეკეთში პრესის თავისუფლების მიმართულებით.“

XS
SM
MD
LG