ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ხელოვნება მსხვერპლს მოითხოვს?


"ბრითიშ პეტროლიუმი" საქველმოქმედო მისიას იწყებს.

გარემოს დამცველები და მსახიობები იმ მიზნით გაერთიანდნენ,რომ გააპროტესტონ "ბრითიშ პეტროლიუმის" ინიციატივა ბრიტანეთის ხელოვნების მუზეუმებისა და გალერეების 20 წლით დაფინანსებასთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია,რომ მექსიკის ყურეში ნავთობის ჩაღვრის შემდეგ, ბიპიმ გადაწყვიტა კომპანიის შებღალული სახელი მსგავსი საქველმოქმედო ნაბიჯით აღიდგინოს და საზოგადოებისგან პოზიტიური შეფასება დაიმსახუროს.

მიუხედავად კრიტიკის ქარცეცხლისა, გიგანტური ნავთობკომპანიის ამ გადაწყვეტილებას ხელოვნების მოტრფიალეთა უმეტესობა დადებითად იმ მარტივი მიზეზის გამო შეხვდა, რომ ეკონომიკური რეცისიის გამო ბრიტანეთი სახელმწიფო ხარჯებს ხელოვნების სფეროში ამცირებს.

თუმცა ცნობილი ბრიტანელი მხატვარი ჯონ ჯორდანი ბიპის ახალ წამოწყებას პროტესტს უცხადებს:

„ჩვენი პლანეტა კლიმატური კრიზისის პერიოდშია. ამიტომ უნდა დავფიქრდეთ, გვინდა კი ხელოვნება, თუ ის მსგავსი კატასტროფის გამომწვევი კომპანიის ხელით დაფინანსდება?“

ბიპის ახალ 20 წლიან წამოწყებას ბრიტანეთის ხელოვნების მუზეუმებისა და გალერეების სპონსორობასთან დაკავშირებით, უამრავი ადამიანი შეხვდა საპროტესტო აქციებით.ხალხმრავალ მიტინგებზე საპროტესტო სლოგანებით აჭრელებული პლაკატები და შავი ფერის ბუშტები გამოიტანეს,რომელზე მკვდარი თევზები იყო გამოსახული.

ბრიტანეთის მუზეუმმა კომპანია ბიპის მიმართ გაკეთებულ მიმართვაში აღნიშნა,რომ ხანგრძლივი თანამშრომლობით უდიდესად კმაყოფილია და ამ ნაბიჯს დადებით და ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებად აფასებს.ალან დავეი ბრიტანეთის ხელოვნების საკონსულოს დირექტორია,მისი თქმით:

„სახელმწიფო ხელოვნების სფეროზე ხარჯებს გამუდმებით კვეცავს,ამიტომაც თუკი რომელიმე კერძო სპონსორი ამ საპუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებს და საზოგადოებისთვის ამ უდიდესი მნიშვნელობის საქმეს გააკეთებს - ეს საქციელი ნამდვილად დასაფასებელია“

ბრიტანეთის სამხატვრო გალერეებსა და ხელოვნების მუზეუმებში, სპონსორების დაფინანსების წყალობით დამთვალიერებლები უფასოდ შედიან. ძნელია ამ უდიდეს სიამოვნებაზე უარი თქვას ადამიანმა და სათანადო შეფასება არ მისცეს.

თუმცა გარემოს დამცველები და მხატვრები განაგრძნობენ საპროტესტო აქციებს და მოუწოდებენ ხელოვნების მუზეუმებსა და სამხატვრო გალერეებს „ბინძურ ფულზე“ უარი თქვან.

XS
SM
MD
LG