ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ახალი კანონი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ


ახალი კანონი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ
ახალი კანონი გენდერული ძალადობის წინააღმდეგ

კანონი აშშ-ში გენდერული ძალადობისგან ჩაგრულ ქალებს თავშესაფრის მიღებას გაუიოლებს.

დედამიწაზე მილონობით ქალი სქესობრივი ძალადობის შედეგად გამუდმებით იტანჯება.იძულებითი ქორწინება და ღირსების შელახვის მოტივით ჩადენილი მკვლელობები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ქალებს მუდმივად გენდერული ჩაგვრის ობიექტად აქცევს.

შეერთებული შტატების კონგრესმა ახლახანს მიიღო კანონი,რომელიც გენდერული ძალადობით ჩაგრულ ქალებს ამერიკაში თავშესაფრის მიღებას გაუიოლებს.

ლაილი მილერ მურო ადვოკატია და 14 წლის მანძილზე გენდერულ ნიადაგზე ძალადობის მსხვერპლ ქალებს ეხმარება.1997წელს მურომ კერძო ორგანიზაცია „ტაჰირის სამართლის ცენტრი“ დააფუძნა.დღემდე ორგანიზაციას ათი ათასმა ძალადობის მსხვერპლმა ქალმა მიმართა.

„გენდერული ძალადობა კონკრეტული აღმსარებლობის ან კულტურის მქონე საზოგადოებას არ ახასიათებს.მსგავსი შემთხვევები მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია დაფიქსირებული და ამ პრობლემით შეერთებულ შტატებშიც ბევრი ქალი იტანჯება. ძალადობის ეს ფორმა საკმაოდ გავრცელებულია და ცოტაა ბერკეტი იმისთვის,რომ სუსტი სქესის წარმომადგენლები ამ პრობლემისგან დავიცვათ.“

ცენტრის ერთერთი კლიენტი,სახელად იაჰი, აფრიკის ერთერთი პატარა ქვეყნიდანაა.იგი 36წლისაა და როცა მოზარდი იყო, ოჯახმა აფრიკული წესის თანახმად- გენეტალიები მოკვეთა.რამდენიმე წელიწადში ფიზიკური და მორალური ძალადობის მსხვერპლი იაჰი შეერთებულ შტატებში იძულებითი ქორწინების შემდეგ ჩამოვიდა.აქ მას სამი ქალიშვილი შეეძინა.

„დღემდე ჩემი ნათესავები მთხოვენ გოგონები აფრიკაში გავგზავნო. სურთ ეს ბარბაროსული რიტუალი ჩემს შვილებზეც ჩაატარონ და მათ ცხოვრებას სამუდამო დაღი დაუსვან. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის,რომ გოგონები ამ ძალადობისგან ვიხსნა“

გენდერული ძალადობის მსხვერპლ აფრიკელ ქალს საკმაოდ ძლიერი სამხილი აქვს იმისთვის,რომ შეერთებული შტატების საემიგრაციო სამსახურმა თავშესაფარით უზრუნველყოს და მისი სამი მცირეწლოვანი ქალიშვილი ძალადობისგან დაიცვას.

იაჰი საემიგრაციო ოფიცერთან ინტერვიუს მოელის. ადვოკატობას მას "ტაჰირის სამართლის ცენტრი" გაუწევს. ლაილი მილერ მუროს თქმით, იაჰის საქმე იურიდიულად ძალზე სარწმუნოა და შეერთებული შტატების საემიგრაციო სამსახური მას თავშესაფარს აუცილებლად მისცემს.მაგრამ, თუ კონგრესი გენდერული ძალადობის მსხვერპლთათვის საემიგრაციო კანონმდებლობას მომავალში უფრო მეტად გააძლიერებს, იაჰის ბედნიერებას შეერთებულ შტატებში ბევრი სხვა ძალადობის მსხვერპლიც გაიზიარებს.

XS
SM
MD
LG