ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ათასობით ლტოლვილი ყირგიზეთს ბრუნდება


გაეროს განცხადების თანახმად ყირგიზეთიდან გაქცეული 100 000 ლტოლვილიდან დაახლოებით 70 000 ლტოლვილი ყირგიზეთს დაბრუნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ უმეტეს შემთხვევაში ამ ლტოლვილების საცხოვრებლები დანგრეული, დაზიანებული ან გაძარცვულია. სააგენტო აფრთხილებს ლტოლვილებს, რომ ჯერ-ჯერობით რთულია ამ ლტოლვილების უსაფრთხოების გარანტრება. მოიპოვება ცნობები იმის თაობაზე, რომ ხშირად ამ ლტოლვილებს უზბეკეთიდან ძალით აგზავნიან ყირგზეთში. გაეროს განცხადების თანახმად მომავალი ორი დღის განმავლობაში ქალაქ ოშში 40 ტინა ჰუმანიტარულ დახმარებას გადაისვრიან.

XS
SM
MD
LG