ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბასრაში მშვიდობიანი დემონსტრაცია დახვრიტეს


უკანასკნელი დღეების განმავლობაში ერაყში სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა.

ერაყის უშიშროების ძალებმა დღეს ქალაქ ბასრაში მშვიდობიანი დემონსტრაცია დახვრიტეს, რომლის დროსაც სულ ცოტა ერთი ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა. დემონსტრანტები ელექტროენერგიის უქონლობას აპროტესტებდნენ.

უკანასკნელი დღეების განმავლობაში ერაყში სულ ცოტა 20 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის სირიის საზღვართან მომხდარო შეტაკების შედეგად 8 ერაყელი ჯარისკაცი მოკლეს. კიდევ 8 ადამიანი ბაღდადში ავტომობილში დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად გარდაიცვალა.

XS
SM
MD
LG