ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პაკისტანი ირანის შეთავაზებას განიხილავს


პაკისტანი ირანის შეთავაზებას განიხილავს
პაკისტანი ირანის შეთავაზებას განიხილავს

პაკისტანის ოფიციალური დელეგაცია ამ საკითხთან დაკავშირებით ირანში ჩასვლას მარტის შუა რიცხვებში გეგმავს.

პაკისტანის მთავრობა აცხადებს, რომ ირანის შეთავაზებას, რომელიც ყოველდღიურად 80, 000 ბარელი ნავთობით მომარაგებას ეხება, გულდასმით განიხილავს.

პაკისტანის ოფიციალური დელეგაცია ამ საკითხთან დაკავშირებით, ირანში ჩასვლას მარტის შუა რიცხვებში გეგმავს.

პაკისტანის მიზანია, ნავთობის იმპორტი გაზარდოს და ადგილობრივი ინდუსტრია გააძლიეროს. ირანიც თავისი მხრიდან ცდილობს, აშშ-ს და ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე, ახალი კავშირები გააღვივოს და მეტი კლიენტი მოიზიდოს.

ბოლო დროს დასავლეთის ლიდერებმა ირანს სანქციები, ბირთვული პროგრამის არშეწყვეტის გამო გაუმკაცრეს. თეირანი ევროკავშირის და ამერიკის ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ბირთვული პროგრამა მშვიდობიან მიზნებს ემსახურება.

XS
SM
MD
LG