ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სირიის ქუჩებში კვლავ გამოსვლებია


სირიის ქუჩებში კვლავ გამოსვლებია

სირიის არმია კვლავაც მობილიზებული იყო დემონსტრაციების წინააღმდეგ სამოქმედოდ.

ათასობით ადამიანი გამოვიდა სირიის ქალაქების ქუჩებში პრეზიდენტ ბაშარ ასადის ავტოკრატიული რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

დემონსტრაციები გაიმართა სირიის დედაქალაქ დამასკოს ჩრდილოეთით და მის მახლობლად მდებარე ქალაქებში, მიუხედავად იმისა, რომ სირიის არმია კვლავაც მობილიზებული იყო დემონსტრაციების წინააღმდეგ სამოქმედოდ.

სირიაში უკვე სამ თვეზე მეტია, რაც საპროტესტო აქციები მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ სირიის უშიშროების ძალები არ ერიდებიან დემონსტრანტების წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას.

სახალხო მღელვარების დაწებიდან სირიაში 1400 ადამიანი დაიღუპა, 12 000-მა კი თურქეთში გაქცევით უშველა თავს, რომლებიც უზარმაზარ კარვების ქალაქში ცხოვრობენ.

თურქეთის წითელი ნახევარმთვარის წარმომადგენლის თეკინ ქუჩუქალის განცხადებით:

“ სირიაში ახლა საგანგებო მდგომარეობაა და ბევრი ლტოლვილი გადმოდის ჩვენთან. დღეს 600 კაცმა გადმოკვეთა საზღვარი.“

ამასობაში სირიის მთვარობა და პირადად პრეზიდენტი ასადი ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებს და სრულ უსაფრთხოებას პირდება.

XS
SM
MD
LG