ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ქაიროს პოლიციამ დემონსტრანტები დაარბია


ქაიროს პოლიციამ დემონსტრანტები დაარბია

გუშინ რამდენიმე სამხედრო ოფიცერმა პროტესტი გამოთქვა საპროტესტო აქციის დარბევის შესახებ და დემონსტრანტებს შეურთდა.

ეგვიპტის პოლიციამ ღამის სამ საათზე ქაიროს ტაჰრირის მოედანზე დემონსტრანტები ხელკეტებითა და იარაღით დაარბია. ჯანდაცვის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დაიღუპა ორი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

ეგვიპტის სამხედრო საბჭომ გამოსცა ოფიციალური განცხადება დემონსტრანტების დარბევის შესახებ. ამ განცხადების თანახმად, დემონსტრანტებმა დაარღვიეს დაწესებული კომენდანტის საათი და პოლიცია საპროტესტო აქციის დაშლას ცდილობდა.

ეგვიპტელები უკმაყოფილებას გამოხატავენ ეგვიპტის მმართველი სამხედრო საბჭოს მიმართ. გუშინ დემონსტრაციაზე გაჟღერდა მოთხოვნა სამხედრო საბჭოს ლიდერის მოჰამედ ჰუსეინ ტანტავის თანამდებობიდან მოხსნის შესახებ.

გუშინ რამდენიმე სამხედრო ოფიცერმა პროტესტი გამოთქვა საპროტესტო აქციის დარბევის შესახებ და დემონსტრანტებს შეურთდა.

XS
SM
MD
LG