ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბეთლემში შობის წირვა აღავლინეს


ბეთლემში შობის წირვა აღავლინეს

სადღესასწაულო დღეებში იერუსალიმსა და ბეთლემის ოფიციალური პირები 90 ათას ტურისტსა და მომლოცველს ელიან.

იერუსალიმის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა, პატრიარქმა ფუად ტვალმა საშობაო მესა აღავლინა წმინდა მიწაზე. ბეთლემში ქადაგებისას მან რელიგიათა შორის მშვიდობასა და დიალოგზე ისაუბრა.

ბეთლემის მაცხოვრის შობის ეკლესიაში, პატრიარქმა ათი ათასობით ქრისტიან მომლოცველს მიმართა. კათოლიკური ეკლესია იმედოვნებს, რომ მეზობელი იერუსალიმი არამარტო ორი სახელმწიფოს დედაქალაქად იქცევა, არამედ იქნება ჰარმონიისა და მშვიდობიანი თანაარსებობის სამაგალითო ადგილი.

როგორც პატრიარქმა დასძინა , მას იმედი აქვს , რომ საშობაო ზარების ხმა იარაღის ხმაურს გადაფარავს.

ამ სადღესასწაულო დღეებში იერუსალიმსა და ბეთლემის ოფიციალური პირები 90 ათას ტურისტსა და მომლოცველს ელიან.

XS
SM
MD
LG