ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სომალელი მეკობრეების პირველი სასამართლო შედგა


სომალელი მეკობრეების პირველი სასამართლო შედგა

სასამართლო პროცესი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარეობს.

გერმანიაში კი ათი დაკავებული სომალელი მეკობრე სასამართლოს წინაშე წარსდგა. ეს ოთხასი წლის განმავლობაში გერამნიაში მეკობრეობაზე გამართული პირველი სასამართლოა.

სომალელი მეკობრეები ჰოლანდიის ფლოტმა დააკავა, მას შემდეგ, რაც მათ გემი „ტაიპანი“ გაიტაცეს. მოგვიანებით მეკობრეები ჰოლანდიიდან გერმანიაში გადაიყვანეს, სადაც მეკობრეობის და ადამიანთა გატაცების ბრალდება წაუყენეს.

სასამართლო პროცესი გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ერთერთი მეკობრე მხოლოდ 13 წლისაა. გერმანული კანონმდებლობით კი, განსასჯელის ასაკი კი მინიმუმ 14 წელი უნდა იყოს.

XS
SM
MD
LG