ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ინდონეზიაში ვულკანი ამოფრქვევას განაგრძობს


ინდონეზიაში ვულკანი ამოფრქვევას განაგრძობს

ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა.

ინდონეზიაში გრძელდება ვულკანის ამოფრქვევა. ვულკანის ბოლო დროინდელმა გააქტიურებამ მარაპის მთის კალთებზე მცხოვრები გლეხების პანიკა გამოიწვია.

ინდონეზიის წითელი ჯვრის განცხადებით, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა.

ამასობაში ცუნამისგან დაზარალებულ ინდონეზიის მენტავაის კუნძულებზე გრძელდება სამაშველო სამუშაოები.

აქ სტიქიურმა უბედურებამ 449 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG